სტუ-ის რექტორი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

სტუ-ის რექტორი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

 

სტუ-ის რექტორი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

14-12-2023
სტუ-ის რექტორი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ულოცავს


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროპული საბჭოს მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

,,საქართველო ღირსებით, მშვიდობითა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით ბრუნდება იმ ისტორიულად მნიშვნელოვან გარემოში, რომელსაც მრავალი წელი ქმნიდნენ მოაზროვნეები: გორგასალი, კირიონ I, პეტრე იბერი, რუსთაველი, პეტრიწი, სარგის თმოგველი, ჩახრუხაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ I კათალიკოსი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა, ილია, აკაკი...

სამწუხაროდ, ბედის უკუღმართობის გამო, საქართველო მრავალი წელი ელოდა ამ მნიშვნელოვან აღიარებას.

დღეს ჩვენ გვაქვს ამბიცია, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ ჩვენი უდიდესი ისტორიის, მეცნიერების, კულტურისა თუ ხელოვნების საერთო ევროპულ საგანძურში შეტანით.

14 დეკემბერი - ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც გვაძლევს შანსს დავიკავოთ ჩვენი ღირსეული ადგილი თავისუფალ სახელმწიფოთა კავშირში.

წინ ევროპისკენ!''

სიახლეებში დაბრუნება