მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისამდი მიძღვნილი IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, გაიმართება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო);
- ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა);
- კრემენჩუგის მიხაილო ოსტროგრადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა);
- ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“ (უკრაინა);
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (საქართველო);
- უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაცია (უკრაინა);
- საქართველოს ენერგეტიკის აკადემია (საქართველო);
- სს „ენერგო პრო ჯორჯია“ (საქართველო);
- შპს „მონტაჟ ჯორჯია“ (საქართველო);
- შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“ (საქართველო).
მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, ბმულზე: https://forms.gle/EHHYTjxeXU6PMBtJ7
საკონტროლო თარიღები:
2023 წლის 15 ოქტომბრამდე - რეგისტრაცია (ელექტრონულად);
2023 წლის 31 ოქტომბრამდე - გამოსაქვეყნებელი მასალების მიღება ელექტრონულად;
2023 წლის 10 ნოემბრამდე - შეტყობინება მასალის გამოქვეყნების თაობაზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის ფორმა:
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც დასწრებით, ასევე დისტანციურად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონები: (+995) 593 76 43 67, (+995) 595 29 00 44;
E-Mail: mppe@gtu.ge;
Internet: www.gtu.ge.
დეტალები იხილეთ აქ