სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

13 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს რაგბის კავშირი, 14 მაისს, 13:00 საათზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
13 მაი

ბიზნესის სკოლების კონფერენცია 2021 წელი

18 მაისს 8:00 საათზე ბიზნეს სკოლების გლობალური კონფერენცია 2021 წელი  ონლაინ რეჟიმში ჩატრდება
13 მაი

პროექტი PRINTeL - I ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“

20 მაისს  Erasmus+ PRINTeL პროექტის პირველი ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი გაიმართება,  სახელწოდებით -    „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“ ("ISSUES AND PERSPECTIVES OF DIGITALLY-ENHANCED TEACHING & LEARNING IN HIGHER EDUCATION")
11 მაი

მსოფლიო ბანკი ახალგაზრდულ სამიტს მასპინძლობს

2021 წლის 9 და 10 ივნისს, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურ ახალგაზრდულ სამიტს მასპინძლობს. თემაზე - „მდგრადი აღდგენა ადამიანებისა და პლანეტებისთვის“
07 მაი

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი - ვებინარი Jean Monnet კონკურსის შესახებ

12 მაისს, 15:00 საათზე,  Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი (NEO) დაინტერესებულ პირებს (განსაკუთრებით მათ, ვინც ამზადებს Jean Monnet კონკურსისთვის მოდულის, კათედრის ან center of excellence აპლიკაციებს) სთავაზობს FB live ჩართვას Jean Monnet კონკურსის შესახებ
06 მაი

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება
05 მაი

თურქეთში განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ USBILIM პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

10-14 მაისს, მარდინში (თურქეთი) განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ USBILIM პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
05 მაი

ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლა პროექტის მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით

2021 წლის 12-16 ივლისს რუმინეთის კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი (Babeș-Bolyai University in Cluj-Napoca) სტუდენტებისთვის აწყობს ონლაინ საზაფხულო სკოლას პროექტების მენეჯმენტის საკითხებში
05 მაი

კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2021, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით

ცხადდება კონკურსი აკადემიურ ჯილდოზე - Höffmann Academic Award 2021, ინტერკულტურული კომპეტენციის მიმართულებით
05 მაი

JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა - გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური თანამშრომლებისთვის

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წევრი JUNIA ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (ლილი, საფრანგეთი) სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ისწავლება ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, ან მათი კომბინაციით
05 მაი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 159 წლისთავს პროექტი - „ფიროსმანის სმარტ სტენდი“ მიუძღვნა. აღნიშნული პროექტი სტუ-ის ფაბლაბმა თავისი ახალი, ელექტრონული სურათის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
02 მაი

ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, თანამშრომლებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

აღდგომის მადლმა სიხარულით აავსოს ჩვენი გულები, მოგვმადლოს სიკეთით სავსე  ცხოვრება და ჯანმრთელობა, გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა
28 აპრ

ინფორმაცია უქმე დღეებისა და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუასემესტრული გამოცდების შესახებ

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებია გამოცხადებული. შესაბამისად, ამ პერიოდში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო აქტივობები არ ჩატარდება
28 აპრ

SCAC მცირე კვლევითი წამახალისებელი საგრანტო პროგრამა 2021

კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია), პროექტის- "კლიმატის ცვლილებებისადმი საადაპტაციო შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში (SCAC)", ფარგლებში აცხადებს მცირე კვლევით წამახალისებელ საგრანტო პროგრამა 2021-ს
28 აპრ

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Myclient.ge  სტუდენტებისთვის ბროკერის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
27 აპრ

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქპატენტმა, საგამომგონებლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (საქპატენტი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ორმხრივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
27 აპრ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავლის საერთაშორისო პროექტები განიხილეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა მომავლის საერთაშორისო პროექტების განხილვა, რომლებსაც უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრები და დოქტორანტები ამუშავებენ. დასრულებულ პროექტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, გერდა ჰენკელის (გერმანია), ფოლკსვაგენის (გერმანია) და პოლონეთის ნაციონალურ ფონდებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
26 აპრ

ფოტოკონკურსი - „ფოტოისტორიები „რეგიონიდან“

ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაცია“ და  ფრიდრიხ ებერტის ფონდი ფოტოკონკურსს აცხადებენ. ფოტოკონკურსი პროექტის - „ფოტოისტორიები „რეგიონიდან“ ფარგლებში განხორციელდება, სადაც  მონაწილეობა შეუძლია  მიიღოს ნებისმიერმა ახალგაზრდამ   რომელიც ფოტოხელოვნებით არის დაინტერესებული
26 აპრ

იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2022 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში
24 აპრ

ორგანიზაცია "კრისტალი" ვაკანსიას აცხადებს

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"  მონაცემთა ინჟინერის  პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

სიახლეები 1 - 20 of 4278