სტუ-ის რექტორი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ფაკულტეტის დღეს ულოცავს

25-05-2024
სტუ-ის რექტორი  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ფაკულტეტის დღეს ულოცავს

“ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო,

სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები ის დარგებია, რომელზედაც სახელმწიფოს აღმშენებლობა დგას. ჩემთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის, სასიხარულოა, რომ ფაკულტეტმა, რომელიც რვა წლის წინ ჩამოყალიბდა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე, სამეცნიერო მიმართულებით.

დღეს, იურისტებსა და დიპლომატებს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების როლი შეუფასებელია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თქვენ, სტუდენტებმა მიიღოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება, რასაც სამშობლოს საკეთილდღეოდ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სამართლიანობის დადგენისთვის გამოიყენებთ.  სწორედ ამ დიდი მისიის შესასრულებლად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვითარდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების, ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი -  პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. ყველა ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი, მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად სტუდენტების ჩართულობით, წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და პროექტებს.

გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო”, - აღნიშნულია დავით გურგენიძის სიტყვაში.

სიახლეებში დაბრუნება