„უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, - სტუ-ის მაგისტრანტი

„უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, - სტუ-ის მაგისტრანტი

 

„უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, - სტუ-ის მაგისტრანტი

11-04-2025
„უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, - სტუ-ის მაგისტრანტი
„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს „ინვინოს“ ღვინის ქარხანაში, შემიძლია სრული დარწმუნებით განვაცხადო, რომ ამ ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემი პროფესიული წარმატებისთვის“, - ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი სანდრო ძერია. 

სანდრო ძერიამ 2023 წელს დაამთავრა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და სწავლა ამავე პროგრამის მაგისტრატურაზე განაგრძო. 

როგორც სანდრო ძერია ამბობს, მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნულ ეკონომიკაზე, ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს, იზიდავს ტურისტებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, რამაც განაპირობა მისი არჩევანი, ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გამხდარიყო.

მაგისტრანტის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლის პროცესში, ცოდნა სხვადასხვა დისციპლინაში, კერძოდ, ნიადაგმცოდნეობაში, ვაზის ფიზიოლოგიაში, მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და ღვინის მარკეტინგში გაიღრმავა. უნივერსიტეტმა მას მყარი საფუძველი მისცა მიეღო ცოდნა - ჯიშების შერჩევიდან დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე მეღვინეობის ტექნიკებით, რასაც დღეს წარმატებით იყენებს პრაქტიკაში. 

„დღეს წარმატებით ვმუშაობ მეღვინეობის ქარხანაში, სადაც ყოველდღიურად ვიყენებ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სწავლა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგით და სურს ამ სფეროში წარმატებული კარიერის შექმნა.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფაქტორი იყო ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საველე პრაქტიკები. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა თეორიული ცოდნა რეალურ გარემოში გამომეყენებინა, რაც სწავლას უფრო საფუძვლიანსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულს ხდიდა. მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ვენახის გაშენებასა და მოვლაში, სადაც შევისწავლე გასხვლა, სარწყავი სისტემების მართვა და დაავადებების პრევენციის სტრატეგიები. ეს პრაქტიკული გამოცდილებები ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვენახის მართვისა და კულტივაციის უკეთ გასაგებად.

გარდა ამისა, ჩემი პრაქტიკული სწავლება მოიცავდა კერძო ღვინის საწარმოებთან თანამშრომლობას. გამიმართლა, რომ შესაძლებლობა მომეცა ახლოს გავცნობოდი მათ საქმიანობას, შევისწავლე თანამედროვე დუღილის ტექნოლოგიები, ხარისხის კონტროლის ზომები და ბიზნესსტრატეგიები, რაც მეღვინეობის ინდუსტრიაში გამოიყენება. კერძო კომპანიების ჩართულობა საუნივერსიტეტო პრაქტიკებში უაღრესად ღირებული იყო, რადგან საშუალება მქონდა პროფესიონალების საქმიანობა რეალურად დავკვირვებოდი და გამეგო თანამედროვე მეღვინეობის გამოწვევები და ინოვაციები.

საერთო ჯამში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტზე მიღებულმა განათლებამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ ამ დინამიკურ სფეროში წარმატებული კარიერისთვის მომამზადა. მადლობა ამისთვის უნივერსიტეტს, ჩემს თითოეულ პედაგოგს“, - ამბობს სანდრო ძერია. 

სიახლეებში დაბრუნება