საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22 -ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N 153 დადგენილების 1 და 2 მუხლების საფუძველზე, სააღდგომო უქმე დღეების შესახებ ბრძანება გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, სტუ-ის ყველა თანამშრომლისთვის ( გარდა დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის მცველებისა) 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეა.