სტუ-ის პროფესორები UNESCO-UIA-მ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად და კომისიის კორესპონდენტად აირჩია

სტუ-ის პროფესორები UNESCO-UIA-მ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად და კომისიის კორესპონდენტად აირჩია

 

სტუ-ის პროფესორები UNESCO-UIA-მ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად და კომისიის კორესპონდენტად აირჩია

10-01-2024
სტუ-ის პროფესორები UNESCO-UIA-მ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს წევრად და კომისიის კორესპონდენტად აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთასორისო სკოლის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს საინჟინრო აკდემიის და არქიტექტორთა საერთაშორსო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გოჩა მიქიაშვილი იუნესკოსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UNESCO-UIA) არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოს (Architectural Study Programme Validation Council) წევრად, ხოლო სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, პროფესორი ნინო იმნაძე არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის არქიტექტურის განათლების კომისიის (EDUCOM - Architectural Education Commission) კორესპონდენტად აირჩიეს.

უნივერსიტეტმა აღნიშნულის შესახებ შეტყობინება არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (International Union of Architects - UIA) პარიზის ოფისიდან მიიღო. ახალი წევრების არჩევა 3-წლიანი ვადით მოხდა.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, იუნესკოსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქტიტექტურული სკოლის საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს.

„არქიტექტურაში განათლებისა და პოლიტიკის მიმართულებით საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის - UNESCO-UIA-ს გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების, ცნობილი არქიტექტორების ამ ორგანიზაციაში, მნიშვნელოვან პოზიციებზე არჩევას, უდავოდ, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლის საერთაშორისო აღიარება. UNESCO-UIA აქტიურად მუშაობს მსოფლიოში არქიტექტურული განათლებისა და არქიტექტურული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, ხელს უწყობს განათლების მაღალი ხარისხის სტანდარტების გლობალურად დანერგვას, ზრუნავს არქიტექტურაში განათლების საერთაშორისო ტრანსფერისა და მობილობის პროცესის გააქტიურებისთვის, აყალიბებს სახელმძღვანელო მითითებათა სერიებს, ადვოკატირებას უწევს, შეიმუშავებს წინადადებებსა და მოსაზრებებს, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა არქიტექტორთა მომზადება, როგორც მაღალპროფესიულ დონეზე, ასევე, მათი მზაობა გლობალური სოციალური, ურბანული და კულტურული გამოწვევების დასაძლევად. ორგანიზაციის სპეციფიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, UNESCO-UIA-ს ახალ წევრებს - გოჩა მიქიაშვილსა და ნინო იმნაძეს საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაო ელით. ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს, მათ სტუდენტებს, დიზაინის საერთაშორისო სკოლასა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

UNESCO-UIA-ს არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამების ვალიდაციის საბჭოსა და UIA-ს არქიტექტურის განათლების კომისიის დირექტორებთან ახლადარჩეული წევრების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების - გოჩა მიქიაშვილისა და ნინო იმნაძის პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება.

 

სიახლეებში დაბრუნება