გილოცავთ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
ახლა დროა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ რეგისტრაციის პროცესს და ჩაერთოთ ახალ სასწავლო თავგადასავალში!
როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია?
პირველი ნაბიჯი – ონლაინ რეგისტრაცია:
რეგისტრაციისთვის, 4 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, გადადით ჩვენს ონლაინ პორტალზე: register.gtu.ge და დაარეგისტრირეთ თქვენი მონაცემები. მხედველობაში იქონიეთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი (იხილეთ ფაილი). რეგისტრაციის ეს ეტაპი არის პირველი ნაბიჯი, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად გაქვთ შევსებული!
მეორე ნაბიჯი – სწავლის საფასურის გადახდა:
რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. გადახდისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი - ეს უზრუნველყოფს თქვენი გადახდის დროულად და სწორად ასახვას თქვენს სტუდენტურ ანგარიშზე ტექნიკურ უნივერსიტეტში.
მესამე ნაბიჯი – დოკუმენტაციის წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება:
სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ გელოდებით სტუ-ში, 16 სექტემბრამდე. უნივერსიტეტში უნდა წარადგინოთ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტები მატერიალური სახით და გააფორმოთ სასწავლო ხელშეკრულება. ეს არის საბოლოო ნაბიჯი, რომლითაც სრულდება უნივერსიტეტში თქვენი ჩარიცხვის პროცესი.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ან/და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებს (იხილეთ დანართი 2).
გისურვებთ წარმატებას და გელოდებით სტუ-ში!
გახსოვდეთ! ცოდნა ძალაა!!!