მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

02 თებ

რუსთაველის ფონდმა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ გამოაცხადა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“. 
02 თებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ცნობილ დრამატურგ რეზო კლდიაშვილს პოლიკარპე კაკაბაძის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს საიჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, ქუთაისის საპატიო მოქალაქესა და ცნობილ დრამატურგ რეზო კლდიაშვილს, შემოქმედებითი ღვაწლისთვის, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის ჯილდო გადასცა.

02 თებ

სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ ახალ თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად აირჩია.

01 თებ

სტუ-ის ახალი რეფორმები, „უნივერსიტეტის განვითარების ფონდი" და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რეფორმები და „უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში - „განათლების რეფორმის კვალდაკვალ მანანა ნიკოლაიშვილთან ერთად“.
31 იან

ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის აღდგენისა და დამატებით სემესტრებში სტატუსის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან/და დამატებით სემესტრებში სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება, რომელიც 2023 წლის 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

31 იან

სტუ-ის დოქტორანტი არქიტექტურაში მოდენისტული ტრადიციის უკუგდებისა და ურბანულ დიზაინში ანტიმოდერნისტული შემობრუნების საკითხებს სწავლობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ასაბაშვილი, პროფესორ ნინო იმნაძის ხელმძღვანელობით, არქიტექტურაში მოდერნისტული ტრადიციის უკუგდებისა და ურბანულ დიზაინში ანტიმოდერნისტული შემობრუნების საკითხებს სწავლობს.

31 იან

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა მირანდა გურგენიძემ და პროფესორმა თამაზ ურთმელიძემ სერტიფიკატები გადასცეს ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც ინტელექტუალური საკუთრების სამართალში ინგლისურენოვანი კურსი გაიარეს.

30 იან

CERN-ის ექსპერიმენტებში მონაწილე სტუ-ის მეცნიერები გადაცემაში „ იმედის კვირა“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირა“ ჟენევაში (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) ეწვია და დიდ ადრონულ კოლაიდერზე, CMS ექპერიმენტში მონაწილე ტექნიკური უნივერსტეტის მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა.

29 იან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება ახლად დაარსებულ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდს“, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია.
27 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის)

კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kaunas University of Applied Sciences - KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
27 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (კონკურსი თანამშრომლებისთვის)

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
26 იან

სტუ-ში ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის საჯარო ლექცია გაიმართება

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.

26 იან

სტუ-სა და GREDA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

25 იან

სტუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 661 წევრი, 12-ვე ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარეები და გამგეობის სრული შემადგენლობა ესწრებოდნენ. 
25 იან

I სვეტის კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით, ონლაინ საინფორმაციო დღე გაიმართება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი ევროპა - საქართველოს ეროვნული ოფისის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 30 იანვარს, 14:00-დან 16:00 საათამდე, I სვეტის კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით, ონლაინ საინფორმაციო დღე გაიმართება. 

24 იან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოს პროკურატურის მიერ ერთი პირის დაკავების შესახებ.

 

24 იან

სტუ-ის სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ის მოსწავლეთა გამარჯვებული გუნდები სტუმრად ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ   ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში - „განათლების რეფორმის კვალდაკვალ მანანა ნიკოლაიშვილთან ერთად“ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და სასწავლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა.

24 იან

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

სიახლეები 1 - 20 of 5252
0322 77 11 11