აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა - 100
ცოტნე მირცხულავას მაღალი რეიტინგის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 600-ზე მეტი ნაშრომი, აქედან 26 მონოგრაფია. მონოგრაფია “ჰიდრომელიორაციულ ნაგებობათა საიმედოობა” 1974 წელს ითარგმნა აშშ-ში ინგლისურ ენაზე და ნიდერლანდებში ბეკლემის გამომცემლობამ გამოსცა. მისი ავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები სახელმწიფოებრივი ღირებულების ნორმატიულ დოკუმენტებთან ერთად, როგორებიცაა: ,,წყლის ნაკადის დასაშვები არაგამრეცხი სიჩქარეების დადგენა გრუნტებისა და ნიადაგებისათვის“, ,,საინჟინრო ნაგებობების საიმედოობისა და რისკის გამოთვლის ორიგინალური მეთოდიკა“, ,,საშიშროებანი და რისკი“, მართებულად აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა სპეციალისტებმა