მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

26 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეულ 13 სტიპენდიანტ სტუდენტს, სასტუმრო „მონოფრაფში“ შეხვდნენ და სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
25 ნოე

სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი სტუდენტებს იწვევს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს იწვევს, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

25 ნოე

ინოვაციებისა და მეწარმეობის სამიტი 2021

5 დეკემბერს აისეკ საქართველო მასპინძლობს კრეატიულ და ინოვაციური იდეებით გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი მომავლისკენ!

25 ნოე

პროექტი ErasmusJobs - ფინალური ონლაინ კონფერენცია

7 დეკემბერს Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერითა და ერაზმუსის საერთაშორისო სტუდენტური ქსელის ორგანიზებით, პროექტ ErasmusJobs-ის საბოლოო ონლაინ კონფერენცია ჩატარდება, რომელშიც ESN Tbilisi ISU ლოკალური სექციაც აქტიურად იქნება ჩართული.

24 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებმა მცხეთა და ანანური მოინახულეს

21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები მცხეთასა და ანანურში ექსკურსიით იმყოფებოდნენ. მათ ისტორიული ქალაქების კულტურული ძეგლები მოინახულეს და დედაქალაქში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

24 ნოე

Junia ISEN Lille - მოწვეული პროფესორის სალექციო კურსი კომპიუტერულ მეცნიერებებში

ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი)  უცხოელ კოლეგებს იწვევს საფრანგეთში, კომპიუტერულ მეცნიერებებში სალექციო კურსის წასაკითხად 
22 ნოე

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ღია კონკურსებს
22 ნოე

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

საქართველოს ბუნებრივი რესურსები და საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პერსპექტივები

20 ნოე

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ინოვაციური კვლევის ასპექტი აგრარულ მეცნიერებებში“

20 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ინოვაციური კვლევის ასპექტი აგრარულ მეცნიერებებში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

19 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქპატენტის ორგანიზებით ინტელექტუალური საკუთრების სამართალში საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ, საქპატენტს შორის 27.04.21-ში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 19 ნოემბერს ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია ჩატარდა.

19 ნოე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბუღალტერთა კავშირის ბაზაზე შექმნილ, საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სწავლებისა და მეცნიერული კვლევის მეთოდების საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვისათვის.

18 ნოე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და გამოცდილების გაზიარებას.

17 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

17 ნოემბერი - სტუდენტთა საერთაშორისო დღე - მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს აერთიანებს, როგორც სიმბოლო ცოდნის, განათლების, წარმატების, თავდაუზოგავი შრომის, აღმაფრენის, ახლის ძიებისა და საუკეთესო მომავლის საწინდარი.

17 ნოე

ქართველი მეცნიერების ღვაწლის აღიარება

ცნობილი ქართველი მათემატიკოს-მკვლევარის, პედაგოგის, ორგანიზატორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისა და ინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ჰამლეტ მელაძის მრავალრიცხოვან აკადემიურ ჯილდოებს, კიდევ ერთი საერთაშორისო და პრესტიჟული ჯილდო შეემატა. ეს არის კომპიუტერულ სფეროში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამეცნიერო-სასწავლო ორგანიზაციის, გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის (ACM) მიერ დაწესებული ჯოზეფ ს. დებლასის (Joseph S. DeBlasi) ჯილდო.

16 ნოე

კონკურსი სტუდენტებისთვის - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს კონკურსს -„ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელშიც მონაწილეობის მიღება, ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

16 ნოე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სტუ-ის კიდევ ორი სტუდენტის საკანონმდებლო წინადადება განიხილა

15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების, ელენე ჭიპაშვილისა და გულჩინა ახმედოვას მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, იძულებითი ნიშნობა დასჯადი გახდება.

16 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი - „მობილობა ქალაქებისთვის“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, გერმანიის დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, თბილისის მაგალითზე ახორციელებენ პროექტს - „მობილობა ქალაქებისთვის“. პროექტი ორგანიზებულია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალური პროგრამის - „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით.

15 ნოე

სტუდენტური სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ფინანსთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივით სთავაზობს ყველაზე მასშტაბურ ფინანსისტებისა და ბუღალტრების მოსამზადებელ სამთვიან სერტიფიცირებულ სტაჟირების პროგრამას.

12 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკა ღუდუშაური, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გამართულ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

12 ნოე

ნათია ფოფხაძის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა გამორჩეულად კარგი ადამიანი და პროფესიონალი, ახალგაზრდა მკვლევარი, აკადემიური დოქტორი, ნათია ფოფხაძე, რომელიც უკურნებელი სენით გარდაიცვალა.


სიახლეები 1 - 20 of 4593
0322 77 11 11