სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

14 ივლ

განცხადება

სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნის შესახებ
14 ივლ

სტუდენტების საყურადღებოდ! ინფორმაცია სასწავლო კურსში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო, უკვე გაეცანით ინფორმაციას, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, დასკვნითი (ფინალური) გამოცდები 2020 წლის 20 ივლისიდან  1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. გარდა ამისა, შესაძლებლობა გეძლევათ, დასკვნითი გამოცდები თქვენთვის მისაღები ფორმატით -  დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში) ან აუდიტორიასა და სტუ-ის საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში ჩააბაროთ
14 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2020-2021 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე
14 ივლ

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ტრენინგზე იწვევს

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი  (IRC) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების, ლექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს იწვევს ონლაინ ტრენინგზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ მონაწილეობის მისაღებად
14 ივლ

მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარსადგენად - „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

1-2 ოქტომბერს, გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით საქართველოში  პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს
14 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას დიეგო კოლასს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
14 ივლ

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
13 ივლ

სტუდენტების საყურადღებოდ! ინფორმაცია დასკვნითი გამოცდების ჩატარების შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლების სამივე საფეხურს სტუდენტებისთვის, დასკვნითი (ფინალური) გამოცდები 2020 წლის 20 ივლისიდან  1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
10 ივლ

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სტიპენდიები სადოქტორო პროგრამებზე

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში  უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სადოქტორო პროგრამებზე  სწავლა გააგრძელონ
10 ივლ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ძვირფასი ლითონების შემფასებელთა კურსი იწყება

15 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) გაიმართება ძვირფასი  ლითონების შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი (დასაწყისი 11:00 სთ)
10 ივლ

ესტონური სტიპენდია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო პროგრამებზე - ტალინის უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ტალინის უნივერსიტეტი  საქართველოს მოქალაქეებისთვის ორწლიან სამაგისტრო პროგრამებზე  კონკურსს აცხადებს
10 ივლ

2020 სასწავლო წლის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 სასწავლო წლისათვის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისათვის (საშემოდგომო მიღება) რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 10 აგვისტოს  ჩათვლით
09 ივლ

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ,  - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
09 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები კამპანია - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულთა შორის არიან
07 ივლ

სტუდენტებისთვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
07 ივლ

"ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში" - პროექტის მონაწილეთათვის რეგისტრაცია დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF Georgia მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის COVID19-ის გამოწვევების საპასუხოდ მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს იწყებს.  აღნიშნულ პროექტში მონაწილეები 10 ივლისამდე უნდა დარეგისტრირდნენ. პროექტის პარტნიორია ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency
06 ივლ

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ნორვეგიაში

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ((Norwegian University of Science and Technology - NTNU) ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს სტიპენდიებს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამისათვის, რომელიც 2021 და 2022 სასწავლო წლებში დაიწყება
06 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის CARYS საგრანტო პროგრამის ლიდერია

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების CARYS საგრანტო პროგრამაში, გამარჯვებული პროექტების რაოდენობით, ლიდერის პოზიცია დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
04 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
03 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე: „უნივერსიტეტსა და ამერიკულ EOS DATA ANALITIKS, INC-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს გააძლიერებს“

ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილისა და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამუშაოებით ევროპული კომპანიების შემდეგ, ამერიკული კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC დაინტერესდა, - ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს

სიახლეები 1 - 20 of 3755