მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მალტის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

მალტის უნივერსიტეტი (University of Malta - UM) (მსიდა, მალტა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
24 სექ

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის უფასო სასწავლო კურსები - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს მობილობის პროგრამას სტიპენდიის გარეშე, 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის
24 სექ

ზალცბურგის უნივერსიტეტის ერნსტ მაჩის საგრანტო პროგრამა გაცვლითი სტუდენტებისთვის - 2022-23 სასწავლო წელი

ზალცბურგის უნივერსიტეტი (ზალცბურგი, ავსტრია) აცხადებს ერნსტ მაჩის საგრანტო პროგრამას გაცვლითი სტუდენტებისთვის (Ernst Mach grant for exchange students to FH SALZBURG), 2022-23 სასწავლო წლისათვის
24 სექ

შარდას უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამები - 2021/22 სასწავლო წელი

ინდოეთის შარდას უნივერსიტეტი (Sharda University) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, 2021-22 სასწავლო წლისათვის
24 სექ

მოხსენება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ქართლოს ყაჭიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების პირობითი ბაიესის მეთოდი: ჰიპოთეზების შემოწმების ახალი ფილოსოფია პარალელურ და მიმდევრობით ექსპერიმენტებში“
24 სექ

სტუ-ის სტუდენტების საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო

23 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტების, თამარ ბოლოთაურისა და თიკო კოკრაშვილის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პირველივე სხდომაზე განიხილა და მიიღო. საკითხი ეხება  საზოგადოებრივ ტრასნპორტში უბილეთო არასრულწლოვანი მგზავრების დასჯის გაუქმებას. კონტროლიორებს აღარ ექნებათ უფლება, დაატოვებინონ ტრანსპორტი 16 წლამდე უბილეთო პირებს
24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ჟირონას უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ჟირონას უნივერსიტეტი (University of Girona - UdG) (ჟირონა, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
23 სექ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“  შორის 27.04.21 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა
23 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტი  (University of Beira Interior - UBI) (კოვილა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
22 სექ

ძვირფასო სტუდენტებო

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამებს, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით
22 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი (INSA Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
22 სექ

პროფესორი მარლენ მჭედლიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყანაში უმსხვილესი და უმთავრესი მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია და ხელმძღვანელობს მისი ქარტიის პრინციპებით. ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 12 ფაკულტეტი და 15 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; სტუდენტებს სთავაზოვს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ თუ საერთაშორისო პროგრამებს
22 სექ

კომპანია Qarva სტუდენტებისთვის ვაკანსიებს აცხადებს

ინოვაციების კომპანია Qarva, რომელიც სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის, 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით
21 სექ

საერთაშორისო კონკურსი EUCYS 2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდი საერთაშორისო კონკურსის, EUCYS 2021 ფინალში მოხვდა და მათ პროექტს მალე წარმოებაში ჩაუშვებენ
21 სექ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფერმილაბთან ღრმავდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წლიდან არის ნეიტრინოს პროექტის LBNF/DUNE (Long-Baseline Neutrino Facility / Deep Undergraund Neutrino Experiment) აქტიური წევრი, რომელიც აერთიანებს 1300-ზე მეტი კოლაბორანტს და 200 ინსტიტუტს მსოფლიოს 30 ქვეყანიდან და ერთ-ერთი უდიდესია მასშტაბითა და სამეცნიერო თვალსაზრისით. ექსპერიმენტი LBNF/DUNE განთავსდება ამერიკის უდიდესი ბირთვული ფიზიკის ცენტრ ფერმილაბში (Fermilab, აშშ), მსოფლიოს ყველაზე ინტენსიურ ნეიტრინოს ნაკადზე. DUNE არის საერთაშორისო ფლაგმანი ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ისეთ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, როგორიცაა მატერიის ბუნება და სამყაროს ევოლუცია
21 სექ

სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის - „მედია, კომუნიკაცია და ევროპული მშენებლობა… საქართველოსთან ერთად“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საფრანგეთის, ქალაქ რეიმსის ევროპული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოსცა სახელმძღვანელო „მედია, კომუნიკაცია და ევროპული მშენებლობა… საქართველოსთან ერთად“
17 სექ

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები

2021/2022 სასწავლო წელს სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები
16 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტი (Istanbul Bilgi University) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
16 სექ

სოფლად მეურნეობის განვითარების პროექტი

გაცნობებთ, რომ  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ნიდერლანდების საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და ასოციაცია „ტყის პროდუქტთან“ ერთად, სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს - საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის
15 სექ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრს ეწვია

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის  I კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია  და  გამოცდების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა

სიახლეები 1 - 20 of 4496
0322 77 11 11