დაიბადა 1963 წლის 16 ოქტომბერს თბილისში.
აკადემიკოსი, პროფესორი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დადგმული სიმძლავრეების (ჰიდროენერგეტიკული, ჰიდ-რომე¬¬ლიო¬რაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების) საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, აგრეთვე სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.
1981-1983 წწ. ქ. მოსკოვის ვ.ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფაკულტეტი; 1983-1987 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდ-როტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. 1999-2001 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი. 2005 წწ. - საქარ-თველოს გ. ჩოგოვაძის სახელობის ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტი.
2024 წლიდან ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (პოლონეთის რესპუბლიკა);
2024 წლიდან აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორი;
2023 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი; 2021 წლიდან სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 2021 წლიდან უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 2021 წლიდან საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; 2020 წლიდან ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (პოლონეთ); 2019 წლიდან აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთის რესპუბლიკა); 2019 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი; 2011-2019 წწ. - საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი; 2006 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი; 2005 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრ-კორესპონდენტი.
2023 წელიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი; 2023 წელი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი; 2023 წელი - საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე; 2022 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის N 02/30 ბრძანებით - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ასოცირებული წევრი; 2022 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2021-2022 წწ., საქართველოს პრეზიდენტის N 01/10/01 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; 2020 წლიდან აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე; 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2017-2020 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 2017-2018 წწ. - სტუ-ის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ჰიდროინჟინერიის“ - ხელმძღვანელი; 2015-2017 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2013-2015 წწ. - სტუ-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლიდან, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი; 2012-2013 წწ. - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2006-2007 წწ. - სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2005-2011 წწ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი; 2002-2005 წწ. - სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერი-თანამშრომელი; 2001-2004 წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2001-2003 წწ. - სტუ-ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 1998-2001 წწ. სტუ-ის წარმოებისა და ბიზნესის ხელშემწყობი "TEMPUS TACIS"-ის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; 1997-2001 წწ. - სს "მერკური-92", გენერალური დირექტორი (ქ. თბილისი); 1997-1998 წწ. - სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე; 1994-1996 წწ. - თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერი-თანამშრომელი (სახელშეკრულებო თემა) (ქ. მოსკოვი); 1994-1996 წწ. - სს "ზოდიაქო და კ" კონცერნის თავმჯდომარე (ქ. მოსკოვი); 1993-1997 წწ. Ltd D.I.V.A. გამგეობის თავმჯდომარე (ქ. ვენა, ავსტრია); 1992-1994 წწ. - სს "ზოდიაქოს" პრეზიდენტი (ქ. მოსკოვი); 1990-1993 წწ. - სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "კომპლექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე (ქ. თბილისი); 1986-1989 წწ. - სპი-ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სპი-ის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე; 1983-1987 წწ. ენგურჰესის მშენებლობა, სამშენებლო რაზმების მეთაური, 1980-1980 წწ. - ქ. მცხეთის სამრეწველო კომბინატის მუშა.
Патент на изобретение. Корреляционный анализатор, 2003г. №2200273 Соавторы: Суворов А.Л., Быков Ю.П., Климиашвили Л.Д.;
პატენტი გამოგონებაზე. კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობა. 2022 წ. პატენტის ნომერი P 2022 7361. თანაავტორები: დ. გურგენიძე, ლ. კლიმიაშვილი, გ. ომსარაშვილი.
სახელმძღვანელო - 7;
მონოგრაფია - 12;
ენციკლოპედიური ლექსიკონი - 1 (V ტომი);
დამხმარე სახელმძღვანელო - 8;
სამეცნიერო-კვლევითი სტატიები - 77
აკადემიკოსი, პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
დაიბადა ქ. თბილისში, 1961 წლის 13 აპრილს. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
განათლება
1983-1987 წწ. ასპირანტურა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრა;
1978-1983 წწ. უმაღლესი, ინჟინერ-სისტემატექნიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო
ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომპიუტერული ინჟინერია, რთული სისტემების მოდელირებისა და მართვის თეორია.
პროფესიული მოღვაწეობა
2020-2024 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი);
2009 - 2020 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;
2016 წ. დღემდე საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
2011 - 2016 წწ. საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
2008 - 2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
2007 წ. დღემდე საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი;
2005 - 2008 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
2003- 2005 წწ. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში;
1993 წ.დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი;
1992-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
1992-2003 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემების და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო 1988-1992 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და საპრობლემო ლაბორატორიის სექტორის გამგე;
1987-1988 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი.
პროფესიული წევრობა
2013 წ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
2010 წ. ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი;
2004 წ. საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი;
1997 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
1996 წ. საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
1995 წ. საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
1994 წ. გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.
დამატებითი პროფესიული მოღვაწეობა
2011წ. დღემდე საქართველოს წარმომადგენელი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია „ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი“-ს ფინანსურ კომიტეტში (ქ.დუბნა, რუსეთის ფედერაცია);
2020-2022წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის,მართვის და ხელსაწყოთმშენებლობის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
2010 წ.დღემდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, კონსულტანტი;
2011 - 2013 წწ. საქართველოს წარმომადგენელი სუამ-ის ქვეყნების ნანოტექნოლოგიების განვითარების საბჭოში.
2010 - 2013 წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნანოტექნოლოგიების პრობლემების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი;
2013 წ.დღემდე სულიერების,კულტურის და მეცნიერების აღორძინების და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი;
2007 - 2015 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
2006 წ. ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
2005– 2007 წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი;
1998 -2003 წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენერგეტიკის პრობლემების სამეცნიერო საბჭოს წევრი;
1998-2003 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს წევრი;
1999-2003 წწ. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
1992-1995 წწ. საქართველო-სინგაპურის ერთობლივი წარმოების გენერალური დირექტორი;
1993 წლიდან მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 25-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
პუბლიკაციები
ავტორია 330-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის,
15 სახელმძღვანელოსა და 20 პატენტის.
ძირითადი დანერგვის სფეროები
ასტროფიზიკა, კოსმოსური ხელსაწყოთმშენებლობა, ინფორმაციის პარალელური დამუშავების
საშუალებები, ხომალდური მართვის მრავალმანქანური სისტემები, კომპიუტერული
სისტემები,ინფორმაციული ტექნოლოგიები,ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია.
დამატებითი ინფორმაცია
2012 წ. მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში ბიომეტრიული კომპიუტერული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის;
2005 წ. დაჯილდოვებულია მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის;
2003 წ. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით;
2000 წ. მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებულია წვლილისათვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიისპრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა საპატიო წოდება «მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინერი»;
1996 წ. დაჯილდოვებულია ღირსების მედლით;
1995 წ. მიენიჭა პროფესორის წოდება;
1992 წ. მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
1991 წ. მიენიჭა დოცენტის წოდება ;
1990 წ. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიკროპროცესორული ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის;
1987 წ. მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი - ქ. მოსკოვი).
რექტორობის პერიოდში მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა მრავალი მსხვილმასშტაბიანი პროექტი, მათ შორის:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ელ.ფოსტა: a_prangi@gtu.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ მოწონელიძე დაიბადა 1945 წლის 25 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის N 51 საშუალო სკოლა და სწავლა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით გააგრძელა, რომელიც 1968 წელს დაასრულა. 1971 წელს კი, ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა. მას 1973 წელს ტექნიკის მეცნიერებათ კანდიდატის, ხოლო 1986 წელს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
სამუშაო გამოცდილება
1972-1977 წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის ასისტენტი;
1977-1979 წწ. – ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი;
1979-1980 წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის დოცენტი;
1980-2006 წწ. – კათედრის პროფესორი;
1980-1986 წწ. – საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის ნაგებობათა სეისმომედეგობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1989-1994 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი (ჰუმანიტარული მუშაობის, საღამოსა და დაუსწრებელი სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობის დარგებში);
1991-1996 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული და ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო-საკვლევი ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
1995-1998 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების სკოლის მასწავლებელი (ხელმძღვანელობდა ტრენინგებს ზოგად მენეჯმენტში), თაცის-ის პროგრამით;
2003 წ. – კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურაში სტრატეგიული მენეჯმენტის კურსის ხელმძღვანელი;
2005-2006 წწ. – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი;
2006-2007 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
არჩილ მოწონელიძე მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტში. მიწვეული იყო მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში (South Bank-ის უნივერსიტეტი, მშენებლობის გარემოს დეპარტამენტი; ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი (კანადა), მშენებლობის დეპარტამენტი; Transform Consultants, ბელფასტი), გერმანიაში, აშშ-ი, ბელგიასა და ფინეთში, როგორც ექსპერტი, პროფესორი, პარტნიორი და სხვა.
1991 წლიდან დღემდე არჩილ მოწონელიძე ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას: იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი; საქართველოს სანოსტრიფიკაციო კომისიის წევრი; ჰიდრომშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (სსტც - ISTA) საკოორდინაციო კომიტეტის წევრი. ის დღემდე არის საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციების კავშირის (UITA-UATI) ექსპერტი (პარიზი), ენერგეტიკის ნაციონალური აკადემიის წევრი და აშშ-ს სამეცნიერო საზოგადოება- Sigma Xi-ს წევრი, საქართველოს წარმომადგენელი NATO-ს კომიტეტში „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.“მშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი.
არჩილ მოწონელიძეს გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო შრომა და ერთი სახელმძღვანელო - „მშენებლობის მენეჯმენტი“. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელით. (2005 წ.)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი - პროფესორი რამაზ ხუროძე დაიბადა თბილისში, 1944 წლის 9 ნოემბერს. 1961 წელს მან ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1966 წელს დაამთავრა.
1966 წელს რამაზ ხუროძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1972 წელს კი, მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1975 წელს გამოთვლითი ტექნიკის დარგში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის, ხოლო 1997 წელს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1972-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ასრულებდა აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი ტექნიკის კომისიის სწავლული მდივნის მოვალეობას.
1981-1982 წლებში რამაზ ხუროძე მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერული გამოკვლევების ავტომატიზაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. პარალელურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. 1982 წლიდან ის საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების ინსტრუქტორად, 1986-1987 წლებში კი, საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. 1987-1988 წლებში იყო საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, 1988-1991 წლებში კი – საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორად კადრებისა და კომერციული საქმიანობის დარგში. იმავე წელს აირჩიეს ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 1993 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
რამაზ ხუროძე უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად პირველად 1994 წელს აირჩია. 1998 წელს კი, უკვე ხელმეორედ აირჩიეს. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2002 წელს მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
რამაზ ხუროძე კანონიერად ითვლება საქართველოში მართვის სისტემების ანალოგურ მოწყობილობათა საიმედოობის მეცნიერული მიმართულების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ამ კუთხით მას გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, 8 მონოგრაფია, 5 სახელმღვანელო და 3 გამოგონება. მისი შრომები გამოქვეყნებულია არა მარტო საქართველოში, არამედ – რუსეთში, უკრაინაში, აშშ, გერმანიაში, ჰოლადიაში, ბელგიასა და სხვა. 2003 წელს პროფესორი რამაზ ხუროძე Sigma Xi, the scientific Research Society-ის წევრად აირჩიეს.
რექტორობის წლებში რამაზ ხუროძის ხელმძღვანელობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მრავალი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩატარდა ენერგეტიკის, დიდი სისტემების მართვის, გამოყენებითი პროგრამული ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, „დიდი აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო პროექტის განხორციელების, ნავთობ-გაზსადენების მშენებლობისა და სხვა აქტუალურ პრობლემებზე. საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის ჟურნალის გამოცემას. მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციები.
რამაზ ხუროძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2002 წლის დეკემბერში ახალგაზრდა კადრების აღზრდისა და მომზადების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედალი- „საქართველოს წარჩინებული მოღვაწე“.
რამაზ ხუროძის რექტორობისას სტუ-ში განხორციელდა:
პირველივე წლებში „საუნივერსიტეტო განათლების კონცეფციის“ საფუძველზე ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) და შესაბამისად გადამუშავდა სასწავლო გეგმები და პროგრამები; დაინერგა სასწავლო პროცესის მართვის საკრედიტო სისტემა;
ჩამოყალიბდა ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია, სპეციალობების გამსხვილების ბაზაზე დაფუძნდა ახალი საუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეულების დეპარტამენტები.
ფართო მასშტაბები შეიძინა სტუ-ის ავიაციის ინსტიტუტის საქმიანობამ, რომელიც უნიკალურია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თავისი შესაძლებლობებით, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობით. ინსტიტუტმა უკვე გამოუშვა მაღალი კლასის პირველი მფრინავი ოფიცრები.
დაარსდა, განვითარდა და გაფართოვდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. გამოიკვეთა ჰუმანიტარული პროფილის სპეციალობებისაკენ ახალგაზრდების სწრაფვის ტენდენციები.
გაფართოვდა და განმტკიცდა ფაკულტეტების, ინსტიტუტების, დეპარტამენტებისა და კათედრების სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო პოტენციალი, კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა და სხვ.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან საგარეო კავშირების გასაფართოებლად. ჩამოყალიბდა ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი, სადაც სახელმწიფოს მართვის მოხელეთა მომზადებას ჩაეყარა საფუძველი.
1997 წელს მისი ხელმძღვანელობით ფართოდ აღინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 75-ე წლისთავი. საიუბილეოდ დაწესდა სტუ უმაღლესი ჯილდო – ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საინჟინრო დარგის გამოჩენილი მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი.
საფუძველი ჩაეყარა მარნეულის საერთაშორისო ნავთობ-გაზსადენების, თელავის, სენაკისა და ამბროლაურის ფაკულტეტებს.
1997 წელს დაფუძნდა გერმანულენოვანი ფაკულტეტი, სადაც უკვე რამდენიმე წელია გერმანელი მეცნიერების ხელმძღვანელობით ბიზნესის სამართლის სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა უნივერსიტეტის საგამომცემლო ბაზა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემას.
ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტის რადიოსადგური “უნივერსი” /103,9 მგჰც/. გაიხსნა საგამოფენო-კულტურული ცენტრი “უნივერსი”. ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
1999 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში გაერთიანდა.
ამავე წელს ქართული საინჟინრო აზრის დიდ გამარჯვებად იქცა სტუ-ს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში შექმნილი ანტენა-რეფლექტორის კოსმოსში გაშვება, რითაც საფუძველი ჩაეყარა “დიდი აბრეშუმის გზის” მომსახურებისათვის სატელეკომუნიკაციო სისტემების შექმნას.
2000 წლის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ატლანტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთობლივ კონსორციუმს _ “კავკასიის ბიზნეს-სკოლას” /დღეს უკვე კავკასიის ინსტიტუტი/, სადაც ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების (BBA და MBA) სპეციალობით მიმდინარეობს. 2005 წლიდან დაემატა იურიდიული სპეციალობაც.
რამაზ ხუროძის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამეცნიერო-საპროექტო გაერთიანება „გეოინჟინერინგი“, რომელმაც მოკლე ხანში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი YSO-ს მფლობელი გახდა.
2001 წლის 28 სექტემბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევისა და რ. ხუროძის ერთობლივი მონდომებით ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა თეოლოგიის კათედრა.
2002 წლის შემოდგომაზე რ. ხუროძის ხელმძღვანლობით აღინიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისთავი.
საიუბილეოდ ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნა წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო;
დაფუძნდა ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი, სადაც ფრანგი მეცნიერების მონაწილეობით დაიწყო კადრების მომზადება ეკონომიკისა და ინფორმატიკის სპეციალობებში.
ერთიანი საუნივერსიტეტო კომპიუტერული ქსელი. კათედრები, დეპარტამენტები, ფაკულტეტები და სამეცნიერო ლაბორატორიები ფართოდ იყენებენ ინტერნეტით მომსახურებას.
უნივერსიტეტში გაიხსნა მძლავრი კომპიუტერული ცენტრი და საფუძველი ჩაეყარა დისტანციურ სწავლებას, იქმნება საუნივერსიტეტო ელექტრონული ბიბლიოთეკა.
ბოლო წლებში გაფართოვდა საინჟინრო პროფილის სამენეჯერო მომზადების არეალი. დამუშავდა ახალი კურსები, ჩამოყალიბდა სასწავლო მოდულები, მმართველობითი უნარ-ჩვევების სწავლებამ სრულიად ახალი შინაარსი შეიძინა. მიმდინარეობს საინჟინრო დარგის ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადება საბაზრო ეკონომიკის პრინციპის შესაბამისად მოდის. მთლიანად, სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და მართვა, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად ხორციელდება. რ. ხუროძემ, თავისი გამოცდილება წიგნში “ახალ დროს ახალი ადამიანები ქმნიან” გამოაქვეყნა/2002 წელი/.
გოჩა ჩოგოვაძე 1941 წლის 11 იანვარს ქუთაისში, ცნობილი ენერგეტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში დაიბადა. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე საშუალო სკოლა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 1963 წელს ინსტიტუტის დაამთავრების შემდეგ, გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე დატოვეს, სადაც 1964-67 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა. 1968 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად და შემდგომ წლებში, გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობებზე მუშაობდა.
1971 წელს გოჩა ჩოგოვაძის თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგეთაც აირჩიეს. 1975 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას.
პროფესორმა გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ქვეყნის სამრეწველო ობიექტების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნის და გაანგარიშების თეორიასა და პრაქტიკაში. ის მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო კვლევები ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებას შეეხება, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, სახელდობრ - ხელოვნური ინტელექტი. ამ სფეროში მოპოვებული კვლევითი შედეგებიდან აღსანიშნავია რელაციურ დამოკიდებულებათა თეორია, მონაცემთა ბაზის ლოგიკური სქემების ავტომატიზებული დაპროექტება, ინტელექტუალური კომპიუტერული სასწავლო სისტემების ანალოგიური მანქანების დისკრეტული იმიტატორი, გადაწყვეტილებათა მიღების სემიოტური სისტემები, შეტყობინებათა დანაკარგის ალბათობის გამოთვლის მეთოდი, ექსპერტული სისტემების ავტომატიზებული დაპროექტების კონცეპტუალური მეთოდები და სხვა.
პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის მოსწავლეები, დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან.
1981-1986 წლებში გოჩა ჩოგოვაძე მუშაობდა პარიზში, იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად.
1986-1988 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1988 წლის ბოლოს პროფესორი გოჩა ჩოგოვაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად აირჩიეს. ქვეყნის საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების ამ უმთავრეს კერას, ის 1994 წლამდე ხელმძღვანელობა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ქვეყანაში ახალი სოციალ-პოლიტიკური წყობის დამკვიდრებას. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საუნივერსიტეტო განათლების თანამედროვე პრინციპების დამკვიდრების დაწყება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელმაც 1990 წლის 5 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1990 წლის 14 სექტემბერს სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია. სწორედ ამ პერიოდში საინჟინრო განათლების პარალელურად, დაფუძნდა ჰუმანიტარული სპეციალობები, გაიხსნა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სადაც მოიწვიეს თვალსაჩინო მეცნიერები და სპეციალისტები. გაიხსნა ახალი კათედრები და სწავლება თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გადავიდა.
1992 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტს, რომელიც ამ დარგის მაღალკვალიფიციურ კადრებს ზრდიდა.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის, როგორც რექტორის ღვაწლი, მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაკავშირებისა და საქმიანი კონტაქტების გაღრმავებაში.
მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ის 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს, ხოლო 1993 წელს - ნამდვილ წევრად.
აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. არჩეულია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრად.
გოჩა ჩოგოვაძეს 1994 წელს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური მისია დაეკისრა და წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.
აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის, როგორც მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ფრანკოფონიის” წევრი გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, სადაც მზადდება კადრები ინფორმატიკისა და ეკონომიკის სპეციალობებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ის 60 წლის იუბილეზე უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.
თეიმურაზ ლოლაძე 1920 წლის 24 მაისს ქუთაისში დაიბადა. მამა - ნიკოლოზ ლოლაძე, ახალგაზრდა ასაკში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და ის დედამ, რუსული ენისა და ლიტერატურის ცნობილმა პედაგოგმა, პოლინა ლოლაძისამ აღზარდა.
თეიმურაზ ლოლაძემ 1937 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
1942 წელს ინსტიტუტის წარმატებით დასრულების შემდგომ, მან მუშაობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც ის სხვადასხვა პოზიციებზე: საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ მუშაობდა. 1946-1949 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1950 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გამოაქვეყნა მონოგრაფია- „ბურბუშელის წარმოქმნა ლითონების წრის დროს“, რომელიც გერმანულ ენაზე ითარგმნა და ბერლინში გამოიცა (1954 წ.). მისი მეორე მონოგრაფია „მჭრელი იარაღის ცვეთა” კი, 1958 წელს გამოქვეყნდა და საფუძვლად დაედი მის სადოქტორო დისერტაციას.
თეიმურაზ ლოლაძემ სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა ფართო გამოყენება მოიპოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. თეიმურაზ ლოლაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად განვითარდა ლითონების წრის პროცესების მექანიკის, წრის დროს კონტაქტური მოვლენების, საიარაღო მასალების შექმნის, გახურებული ლითონების წრის, მასალათა აბრაზიული დამუშავების ახალი მეთოდები. მან შეიმუშავა მასალების წრით დამუშავების ტრიბოლოგია. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა სხვადასხვა დანიშნულების მაღალმწარმოებლური ჩარხები და მანქანები, ახალი შენადნობები მჭრელი იარაღისა და სამარჯვებისათვის, რომლებიც დანერგილია მრავალ მანქანათსაშენ და მეტალურგიულ ქარხანაში.
1958 წლიდან გარდაცვალებამდე თეიმურაზ ლოლაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. მან ამ პერიოდშივე შექმნა მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლა.
თეიმურაზ ლოლაძემ მეცნიერთა და მკვლევართა უამრავი თაობა აღზარდა, რომლებიც ამჟამად ცალკეულ სამეცნიერო მიმართულებებს, კათედრებსა და დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს ხელმძღვანელობენ.
მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები ასახულია 180 სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორისაა, 9 მონოგრაფია, 80 საავტორო მოწმობა და 11 პატენტი, რომელთა დიდი ნაწილიც გამოცემულია გერმანიაში, ინგლისში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვა.
თეიმურაზ ლოლაძე 1961-1963 წლებში გაეროს ხაზით მივლინებული იყო ინდოეთში, ხოლო 1967-1969 წლებში ეგვიპტეში, სადაც ბომბეისა და მანსურიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში, იუნესკოს პროექტების ხელმძღვანელი და მთავარი ტექნიკური მრჩეველი იყო. საქართველოში დაბრუნების შემდგომ კი, მუშაობა მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად დაიწყო.
1971-1980 წლებში თეიმურაზ ლოლაძე სამეცნიერო მუშაობის დარგში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი, ხოლო 1981-1988 წლებში - რექტორი.
ამ პერიოდში უმთავრესი ყურადღება ექცეოდა სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის სრულყოფას, ფაკულტეტებისა და კათედრების სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის გაფართოებასა და გაძლიერებას, ახალი სახელმძღვანელოების შექმნას, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ყოფილი სსრკ-ის უმაღლესი სასწავლებლებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან ახალგაზრდა, ნიჭიერ მეცნიერთა ეროვნული კადრების მოწვევას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საინჟინრო სპეციალობების კათედრათა ფილიალების შექმნა ქვეყნის წამყვან სამრეწველო საწარმოებში. სასწავლო პროცესში დაიწყო კომპიუტერული ტექნიკის ფართო დანერგვა.
მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის კაბინეტი და დაარსდა ლიტერატურული ალმანახი “პარალელი”.
1979-1988 წლებში თეიმურაზ ლოლაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა, დედამიწისა და კოსმიური ბაზირების რადიოტელესკოპების დიდგაბარიტიანი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების უნიკალური გამოსაცდელი კომპლექსი და ჩამოყალიბდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. ის ასევე, აქტიურად მონაწილეობდა უნიკალური დიდგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და სხვა სპეციალური კონსტრუქციების დამუშავებაში. ამავე პერიოდში მისი ხელმძღვანელობით, ინტენსიურად ვითარდებოდა კოსმიური კნიოგენული მანქანათმშენებლობა, რის შედეგადაც შეიქმნა უნიკალური დგუშიანი მიკრომანქანები, მათ შორის მრავალჯერადი გამოყენების, კოსმიურ ხომალდ“ბურანზე” დადგმული თხევადი ჟანგბადის მოწყობილობა ორიგინალური ტუმბოთი. შედეგად 1984 წელს ლაბორატორიას კოსმიური კრიოგენიკის მოთავე ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.
თეიმურაზ ლოლაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრონული მიკროსკოპიის, მიკროელექტრონიკისა და მიკროელექტრონული ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვნად გააქტიურდა საპატენტო და სალიცენზიო სამსახური. ლიცენზიები გაიყიდა საზღვარგარეთ. საგრძნობლად გაფართოვდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მასშტაბები.
განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების საქმიანობამ და სასწავლო-პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის მიხედვით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთ უძლიერეს უმაღლეს სასწავლებლად აღიარეს.
მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის თეიმურაზ ლოლაძეს 1966 წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1974 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, ხოლო 1979 წელს - ნამდვილ წევრად.
თეიმურაზ ლოლაძე იყო კოშიცეს (ჩეხოსლოვაკია) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის, დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხარკოვის (უკრაინა) ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 1966 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ასევე აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი.
1992 წელს მან სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად საქართველოს საინჟინრო აკადემია დააფუძნა. ასევე იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
თეიმურაზ ლოლაძის, როგორც რექტორის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა, ინსტიტუტის სასწავლო კორპუსების კეთილმოწყობისა და მშენებლობის საქმე. მის რექტორობის პერიოდში, ექსპლუატაციაში შევიდა VIII სასწავლო კორპუსი, კალათბურთის დარბაზი, ლესელიძის სტუდენტთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზა და სოხუმის ფაკულტეტის სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი. გაფართოვდა პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ბინათმშენებლობა. ინდივიდუალური მეურნეობის მოსაწყობად თბილისის შემოგარენში გამოიყო ტერიტორიები. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია სტუდენტთა მხატვრულმა შემოქმედებამ და სპორტმა.
თეიმურაზ ლოლაძე დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით, მათ შორის - ღირსების ორდენით (1997 წ.). 80 წლის იუბილეზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა.
არჩილ ძიძიგური 1914 წლის 15 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. არჩილ ძიძიგური 1939-41 წლებში სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1945 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1946 წელს კი, დოცენტის თანამდებობაზე აირჩიეს.
1952-57 წლებში ის განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას, რომლის ბაზაზეც მისი ინიციატივით, ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტი (შემდგომ გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტი). არჩილ ძიძიგური ამ ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახდა. 1958 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად და 1960 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
1961 წელს არჩილ ძიძიგური საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, ხოლო 1969 წელს ნამდვილ წევრად.
1964 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1968-70 წლებში განაგებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას.
1973 წელს აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად, სადაც 1981 წლამდე მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში ინსტიტუტი მნიშვნელოვანად გაფართოვდა და გაძლიერდა, იქცა საინჟინრო განათლებისა და ტექნიკური მეცნიერების ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად, სადაც გაიხსნა ახალი ფაკულტეტები და კათედრები, გაიზარდა სტუდენტთა კონტინგენტი. ასევე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა VI სასწავლო კორპუსი, სადაც ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა საუნივერსიტეტო კათედრები, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიები განთავსდა. კაპიტალურად შეკეთდა VII სასწავლო კორპუსი, სადაც განთავსდა „ავტომექანიკური“ ფაკულტეტი. მოწესრიგდა ინსტიტუტთან ახლოს მდებარე, სტუდენტთა 16 სართულიანი საერთო საცხოვრებელი. ენერგეტიკის ფაკულტეტისათვის დაიწყო VIII სასწავლო კორპუსის მშენებლობა, საფუძველი ჩაეყარა გეოლოგიის ფაკულტეტის IX სასწავლო კორპუსისა და უნიკალური შახტ-ლაბორატორიის მშენებლობას. მნიშვნელოვანად გაფართოვდა სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში, რუსთავში, თელავში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ფოთში არსებული ფაკულტეტებისა და პუნქტების სასწავლო-ლაბორატორიული ბაზები. ავჭალაში განახლდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო მოსამზადებელი კათედრა - კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი სასწავლო კომპლექსი. ინსტიტუტის პოლიკლინიკა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ ახალ შენობაში განთავსდა. ექსპლუატაციაში შევიდა კიკეთის დედათა და ბავშვთა დასასვენებლი ბაზა. საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას ლესელიძეში. ფართო მაშტაბები მიიღო პროფესორ-მასწავლებელთა საბინაო მშენებლობამ.
აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური 1978-1988 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - ამავე პრეზიდიუმის მრჩეველი. 1978 წელს მისი ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან ჩამოყალიბდა საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარეც ის გარდაცვალებამდე გახლდათ.
აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური სამთო საქმის, კერძოდ, სამთო მექანიკის, სტაციონარული მანქანებისა და ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, სამთო მექანიკოსთა ეროვნული სკოლის ფუძემდებელი და მისი აღიარებული ხელმძღვანელი იყო. არჩილ ძიძიგურის სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო სამთო საქმის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური გამოკვლევები საშახტო სტაციონარული დანადგარების, საშახტო ჰიდროაერომექანიკისა და სავენტილაციო სისტემის, სამთო თბოფიზიკის, მილსადენი ტრანსპორტისა და მრავალფაზოვანი ნაკადების, საბურღი დანადგარების რეჟიმების აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად.
დიდია აკადემიკოს არჩილ ძიძიგურის დამსახურება საქართველოს სამთამადნო მრეწველობის განვითარებაში. იგი მუდამ აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი სამთო ობიექტის დაპროექტებასა და ათვისებაში, რისთვისაც 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც მას ავტორთა კოლექტივთან ერთად განმეორებით მიენიჭა 1993 წელს, როგორც „შახტ-ლაბორატორიის“ მთავარ მეცნიერ-კოლსულტანტს.
არჩილ ძიძიგურს უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნასა და განვითარებაში, რისთვისაც მას სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად 1974 წელს გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა. იგი დღიდან ჩამოყალიბებისა, იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
მას გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება. არჩილ ძიძიგურის ხელმძღვანელობით, მომზადდა და დაცულია 40-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია.
არჩილ ძიძიგური მრავალი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე იყო. მისი მოხსენებები სამთო მეცნიერის აქტუალურ პრობლემებზე ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მის მაღალ მეცნიერულ ავტორიტეტზე ისიც მეტყველებს, რომ არჩილ ძიძიგური სამთო საქმის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ბრძანდებოდა.
არჩილ ძიძიგური არა მხოლოდ გამოჩენილი მეცნიერი და სამთოელთა არაერთი თაობის ამღზრდელი, არამედ ფართო პროფილის საზოგადო მოღვაწეც გახლდათ. იგი არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1980 წელს არჩილ ძიძიგური ბათუმის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
არჩილ ძიძიგურის, როგორც მეცნიერისა და უმაღლესი სკოლის დიდი ორგანიზატორის სამეცნიერო-პედაგოგიური, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის უმაღლესი ხარისხის (ლენინის, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობისა და საპატიო ნიშნის) ორდენებითა და მედლებით იყო აღნიშნული; დაჯილდოვდა საზოგადოება „ცოდნის“ წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ოქროს მედლით.
აკადემიკოსი არჩილ ძიძიგური 1997 წელს გარდაიცვალა.
იოსებ ბუაჩიძე 1907 წლის 2 სექტემბერს ხარაგულის რაიონის სოფელ ფარცხანალში დაიბადა. დაწყებითი განათლება ხარაგაულის ორწლიან სკოლასა და ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება - ზესტაფონის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1929 წელს კი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მეტალურგიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. იოსებ ბუაჩიძე სტუდენტობის წლებშივე ჩაება სამეცნიერო-კვლევით და საძიებო სამუშაოებში. 1932-1934 წლებში გეოლოგიური პრაქტიკის დროს, მან ზემო იმერეთში მინერალური წყლის „ზღვარეს“ საბადო აღმოაჩინა და მისი მეცნიერული გამოკვლევა ჩაატარა.
1934 წელს იოსებ ბუაჩიძემ ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით დაამთავრა და პროფესორ ა. ჯანელიძის რეკომენდაციით, აჭარის წყლის ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობაზე, საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.
1942-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს რესპუბლიკის ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის უფროსად. ამ პერიოდში დაიცვა გეოლოგია-მინერალოგიის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხიც. 1950 წელს კი, მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
იოსებ ბუაჩიძის დამსახურებაა საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი არტეზიული აუზის აღმოჩენა. დიდი მოვლენა იყო 1944 წელს ალაზნის არტეზიული აუზის გახსნა, რომლის პირველმა დადებითმა შედეგებმაც, ხელი შეუწყო იოსებ ბუაჩიძის და მისი მოსწავლეების მიერ აღმოჩენილი, ღრმად განლაგებული სხვა არტეზიული აუზების ფარგლებში, ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების ფართოდ გაშლას იორის, შირაქის, მარნეულის, ქართლის, თბილისის, ჩხარი-აჯამეთის, წყალტუბოს, კოლხეთის, კოდორის, ბზიფის, ახალციხისა და სხვა ტერიტორიებზე, რამაც წარმატებით გადაწყვიტა აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების პრობლემები.
1954 წელს იოსებ ბუაჩიძის ძალისხმევით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა, რომელიც მისი დიდი მონდომების შედეგად, მალე ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მაკოორდინირებელ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბდა.
1958 წელს იოსებ ბუაჩიძის ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი საპრობლემო ლაბორატორია, რომლის დირექტორადაც დაინიშნა. აღნიშნული ლაბორატორია 1960 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემადგენლობაში გადავიდა.
იოსებ ბუაჩიძე 1958-1973 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად მუშაობდა, სადაც ჩამოყალიბდა, როგორც თვალსაჩინო მეცნიერი, ახალგაზრდა კადრების დაუღალავი აღმზრდელი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესანიშნავი ორგანიზატორი. ამ პერიოდში მან ბევრი გააკეთა სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციისა და სრულყოფისათვის, მეცნიერებათა დოქტორებისა და კანდიდატების მომზადებისათვის; თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ტყიბულში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და სხვა ქალაქებში არსებული კორპუსების რეკონსტრუქციისა და ახალმშენებლობათა ხარჯზე სასწავლო-ლაბორატორიული და სამეცნიერო-კვლევითი ბაზების გაფართოება-აღჭურვისათვის.
მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი ღვაწლისათვის 1961 წელს იოსებ ბუაჩიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, ხოლო 1967 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა.
1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც ის დაინიშნა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია იოსებ ბუაჩიძისა და მისი სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ძიება-გაფართოების საქმეში.
მისი ხელმძღვანელობით პირველად შედგა საქართველოს ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური დარაიონების რუკა, რომელიც წარმოადგენს მეცნიერულ საფუძველს გეოდინამიკური პროცესების პროგნოზირებისათვის სამოქალაქო-სამშენებლო და ჰიდროტექნიკური მშენებლობისათვის საქართველოში.
ასევე, მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა ფართო სამუშაოები ენგურჰესის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესასწავლად. იოსებ ბუაჩიძის მიერ შედგენილი საინჟინრო-გეოლოგიური რუკები და წრილები საფუძვლად დაედო უნიკალური თაღური კაშხლისა და ჰიდროტექნიკური გვირაბების პროექტებს.
მას დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური დასაბუთების საქმეშიც.
იოსებ ბუაჩიძემ სტუდენტებთან ერთად უნიკალური სამუშაოები ჩაატარა შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის წყალქვეშა ფერდის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლისათვის, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი ნაგებობების გენერალური სქემის დამუშავებას.
მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი - ინგლისურ ენაზე.
იოსებ ბუაჩიძის რექტორობის პერიოდში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 40 და 50 წლის იუბილეები აღინიშნა.
იოსებ ბუაჩიძის დამსახურება მრავალი ორდენითა და მედლითაა აღნიშნული. უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, იოსებ ბუაჩიძე პირველი დაჯილდოვდა გიორგი ნიკოლაძის მედლით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 75 წლის იუბილეზე კი, ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
რაფიელ დვალი 1909 წლის 4 აპრილს ქალაქ ზესტაფონში დაიბადა. 1931 წელს მან ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის, მექანიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად დაიწყო. 1932 წლიდან კი, ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში, კონსტრუქტორ-მკვლევრად მუშაობდა.
რაფიელ დვალის მიერ გამოქვეყნებული პირველი შრომები მობილურ მანქანათა წევის გაანგარიშების მეთოდებს მიეძღვნა, რაც საფუძვლად დაედო მის საკანდიდატო დისერტაციას, რომელიც 1937 წელს დაიცვა. 1938 წელს მას დოცენტის სამეცნიერო წოდება მიენიჭა. 1941 წელს კი, არმიაში გაიწვიეს და მეორე მსოფლიო ომში იღებდა მონაწილეობას.
1943-46 წლებში ის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საცდელი სადგურის დირექტორად მუშაობდა.
1946 წელს რაფიელ დვალმა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომობილების, ტრანსპორტისა და ავტო-სატრაქტორო ძრავების კათედრა ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა. აქ გამომჟღავნდა მისი მეცნიერულ-ორგანიზატორული უნარი, რადგან სულ მოკლე ხანში , მისი კათედრა ერთ-ერთი მოწინავე გახდა აღნიშნულ დარგში. მის მიერ აღზრდილი სპეციალისტები, საბჭოთა კავშირში ცნობილი მეცნიერები და კონსტრუქტორები, საერთაშორისო პრემიების ლაურეატები გახდნენ.
1948 წელს რაფიელ დვალმა მოსკოვში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და პროფესორის სამეცნიერო წოდება მიენიჭა.
მან პირველმა ჩაატარა ფერდობზე ტრაქტორის მუშაობის თეორიული გამოკვლევა და დაადგინა მთის ტრაქტორის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრაქტორის თეორიის განვითარებაში. რაფიელ დვალს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს შესრულებული ავტომობილების თეორიაშიც და ითვლება ამ დარგის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად.
1948-1963 წლებში რაფიელ დვალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტო-სატრანსპორტო ძრავების კათედრას განაგებდა, პარალელურად მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალ, „მეცნიერება და ტექნიკის“ რედაქტორი იყო.
1956 წელს ის უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად) დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 1958 წლამდე იკავებდა. მან დიდი წვლილი შეიტანა სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემაში, ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამტკიცების საქმეში.
1958 წელს რაფიელ დვალი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, სადაც 1972 წლამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა.
1960 წელს მან ვახტანგ მახალდიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. დღეს ეს ინსტიტუტი რაფიელ დვალის სახელს ატარებს.
მისმა მონოგრაფიებმა: „ავტომობილის თეორია“, „ტრაქტორის თეორია“ და „ავტომობილის მოძრაობის მექანიკა“ მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი საავტომობილო და სატრანსპორტო მრეწველობისათვის საინჟინრო კადრების მომზადებას. შრომისათვის „ტრაქტორის თეორია“ მას 1973 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიაც მიენიჭა.
1958-1968 წლებში რაფიელ დვალი პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო და პარალელურად ჟურნალ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეს“ რედაქტორობდა.
ტექნიკური ტექნოლოგიის გამოცემისათვის მას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა. 1961 წელს კი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
რაფიელ დვალი, როგორც მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებში ეროვნულ საინჟინრო სკოლას ღირსეულად წარმოადგენდა. ის ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ორჯერ - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
აკადემიკოსი რაფიელ დვალი 1985 წელს გარდაიცვალა.
1934 წელს გიორგი ზარიძე სასწავლებლად ლენინგრადში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პეტროგრაფიული ინსტიტუტის ასპირანტურაში გაემგზავარა. 1936 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იმავე წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა საქართველოს გეოლოგიურ ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად დაიწყო.
1938-39 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.
გიორგი ზარიძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად1953 წელს დაინიშნა . 1956 წლის 9 მარტს კი, თბილისში საბჭოთა არმიის მიერ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა სისხლიც დაიღვარა, გიორგი ზარიძემ შეუძლებლად ჩათვალა დარჩენილიყო ინსტიტუტის ხელმძღვანელად და პირადი განცხადების საფუძველზე აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
1992 წელს გიორგი ზარიძემ გამოჩენილ ქართველ მეცნიერებთან ერთად, საქართველოს საინჟინრო აკადემია დააფუძნა და გარდაცვალებამდე მისი უცვლელი საპატიო პრეზიდენტი გახლდათ.
1961 წელს მოსკოვში გამოიცა გიორგი ზარიძის კაპიტალური მონოგრაფია- „საქართველოს მაგმური და მეტამორფული ქანების პეტროგრაფია“, რომელმაც მეცნიერთა დიდი ყურადღება მიიპყრო და 1972 წელს ქართულ ენაზე ითარგმნა.
1988 წელს მოსკოვში გამოქვეყნდა მისი წიგნი „პეტროგრაფია“, ხოლო თბილისში - „პეტროლოგია“.
გიორგი ზარიძის დიდი მონდომების შედეგად, 1985 წლის იანვარში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა სპექტრომეტრიისა და მინერალოგიური მასალათმცოდნეობის რესპუბლიკური ცენტრი, რამაც საქართველოში გეოლოგიისა და მისი მომიჯნავე დარგების მსოფლიო სტანდარტების დონეზე განვითარების პირობები შექმნა.
გამოჩენილი მეცნიერის გიორგი ზარიძის ღვაწლი საქართველოს მთავრობამ ღირსების ორდენით აღნიშნა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის 90 წლის იუბილეზე, გიორგი ნიკოლაძის მედლით დაჯილდოვდა.
გიორგი ზარიძე 2002 წელს გარდაიცვალა და ის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.გრიგოლ ქომეთიანი დაიბადა 1905 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში. საშუალო განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და თბილისში, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-მეტალურგიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად ჩამოვიდა, რომელიც 1930 წელს ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით დაამთავრა.
1937 წელს გრიგოლ ქომეთიანი დაინიშნა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1947-1948 წლებში კი, „საქნახშირგეოლოგიის“ მმართველად მუშაობდა.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად ის 1948 წელს დაინიშნა. გრიგოლ ქომეთიანმა უდიდესი ენერგია დაახარჯა, ჯერ კიდევ 1938 წელს დაწყებული ინსტიტუტის ახალი სასწავლო კორპუსის პირველი რიგის დამთავრებას. სწორედ მისი ძალისხმევით, თბილისის ხელმძღვანელობამ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით ოთხი ჰექტარი მიწის ფართობი გამოყო, თუმცა ამ ტერიტორიის ნაწილი, შემდგომში ქალაქის ბინათმშენებლობისათვის იქნა გამოყენებული.
მისი ხელმძღვანელობისას, 1949 წელს, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტთან გაიხსნა მეტალურგიული სპეციალობის ორი აკადემიური ჯგუფი, 1951 წლიდან კი, მეტალურგიულმა ფაკულტეტმა ცალკე დაიწყო არსებობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ 1951 წელს სამთო ფაკულტეტზე გაიხსნა ორი სპეციალობა: ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვა და ძებნა, ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაცია. 1952 წელს გამოყენებითი გეოლოგიის კათედრას გამოეყო ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა.
აღნიშნულ თანამდებობას გრიგოლ ქომეთიანი 1952 წლამდე იკავებდა. 1954 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
1957 წლიდან, ის თითქმის ცამეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი დირექტორობის პერიოდში, აღნიშნული სამეცნიერო-კვევითი დაწესებულება ერთ-ერთ ავტორიტეტულ და აღიარებულ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბდა.
გრიგოლ ქომეთიანი 1930-1988 წლებში ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
მისი, როგორც ქართული გეოლოგიური სკოლის ღირსეული წარმომადგენლის მრავალმხრივი, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ქვეყნის სამი უმაღლესი ორდენითა და ხუთი მედლით იქნა აღნიშნული.
გრიგოლ ქომეთიანი 1991 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა.არტემ ბოჯგუა 1902 წლის 11 მაისს სენაკის მაზრის სოფელ ზანაში დაიბადა. დაწყებითი განათლება სენაკში მიიღო, 23 წლის ასაკში კი, თბილისში ჩამოვიდა, სადაც კავალერისტთა პოლკში მსახურობდა.
1930 წელს მან ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დასრულების შემდომაც, მუშაობა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში, დამპროექტებლის თანამდებობაზე დაიწყო.
არტემ ბოჯგუა 1937 -1949 წლებში საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას იკავდებდა. ამ პერიოდში მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დოცენტის წოდება მიენიჭა. ის სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სამთო მანქანებისა და ტრანსპორტის კათედრაზე ეწეოდა.
ფასდაუდებელია არტემ ბოჯგუას ღვაწლი და დამსახურება ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზების შექმნისა და განვითარების საქმეში. როდესაც ის დირექტორად დაინიშა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარეობდა. კათედრები, სასწავლო აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულად, ძველ შენობებში იყო განთავსებული, რაც ხელს უშლიდა სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის ნორმალურად წარმართვას. თუმცა, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, სულ უფრო იზდებოდა საინჟინრო სპეციალობისადმი დაუფლებისკენ ახალგაზრდობის სწრაფვა, ყალიბდებოდა ახალი საინჟინრო დარგები, საფუძველი ეყრებოდა იმ დროისათვის უახლეს სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს.
სწორედ ამიტომ, 40-იანი წლების დასარულს სახელმწიფოში არსებული რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ინსტიტუტის დირექტორს, არტემ ბოჯგუას დაავალა, შესაბამის უწყებებთან ერთად სათავეში ჩასდგომოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გეგმის დამუშავებისა და ინსტიტუტის ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის ასაშენებლად შესაფერისი ადგილის შერჩევის საქმეს.
მთავრობის ამ ურთულეს დავალებას არტემ ბოჯგუამ თავი ღირსეულად გაართვა.შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელმაც დაამუშავა ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გეგმა და მშენებლობის პროექტი. უნივერსიტეტის ასაშენებლად შეირჩა საბურთალოს ტერიტორია, სადაც 1938 წელს დაიწყო მშენებლობა, თუმცა მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მეორე მსოფლიო ომმა და 1952 წლისათვის მოხერხდა მხოლოდ სასწავლო-ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობა, სადაც სამთო ფაკულტეტი განთავსდა.
აღსანიშნავია არტემ ბოჯგუას განსაკუთრებული წვლილი ინსტიტუტის კათედრების უახლესი აპარატურითა და მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვაში. მიუხედავად ომის უმძიმესი პერიოდისა, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასობით სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ინსტიტუტის მეცნიერთა კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის გამტკიცების საქმეში. სწორედ ომის წლებში, ტექნიკური უმაღლესი სკოლის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, არტემ ბოჯგუამ მიიღო სახელმწიფოს მაშინდელი უმაღლესი ჯილდო - ლენინის ორდენი.
1947 წელს, არტემ ბოჯგუას დირექტორობის პერიოდში აღინიშნა, ინსტიტუტის 25 წლის იუბილე და მას ეწოდა „საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი“.
1949-1951 წლებში არტემ ბოჯგუა მიავლინეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის დოქტორანტურაში. 1951 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, საკავშირო ქვანახშირის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგედ, სადაც რამდენიმე საავტორო მოწმობის მფლობელი გახდა.
არტემ ბოჯგუა სამშობლოში 1956 წელს დაბრუნდა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც დიდი პატივისცემით შეხვდნენ, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო.
არტემ ბოჯგუა 1957 წელს გარდაიცვალაგიორგი გვარჯალაძე 1902 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში დაიბადა. დაწყებითი განათლება ოზურგეთის გიმნაზიაში მიიღო და 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა მალევე პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ელექტრომექანიკის განხრით განაგრძო სწავლა.
გიორგი გავრჯალაძის თაოსნობით 1926 წელს ჩამოყალიბდა სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკური წრე, სადაც 150-მდე სტუდენტი იყო გაერთიანებული. აღნიშნულმა ჯგუფმა ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურიდან (ზაჰესი) თბილისის მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად, შრომატევადი საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოები შეასრულა.
1929 წელს გიორგი გვარჯალაძემ წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე, ასისტენტად დაიწყო მუშაობა. იმავე წელს ჩაირიცხა ელექტრული სადგურების კათედრის ასპირანტად. გიორგი გვარჯალაძე იყო ცნობილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის მოსწავლე.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული, ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორად გიორგი გვარჯალაძე 1930 წელს დაინიშნა.
1936 წლის სექტემბრიდან- 1937 წლის აგვისტომდე კი, საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი) იყო. ამ პერიოდში მან ბევრი გააკეთა ინსტიტუტის სასწავლო-ლაბორატორიული ბაზის გაფართოებისა და ახალი მოწყობილობა-დანადგარებით შესავსებად.
გიორგი გვარჯალაძის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული რიონჰესის, ტყვარჩელის სრესის, ხრამჰესის, აწჰესის, თბილტეცის მშენებლობები და მათი საექსპლუატაციოდ გადაცემა.
სამამულო ენერგეტიკის განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის, გიორგი გვარჯალაძე 1936 წელს საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების და სახალხო მეურნეობის სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად მოსკოვში მიიწვიეს და კრემლში „საპატიო ნიშნის“ ორდენით დააჯილდოეს.
გიორგი გვარჯალაძე 1937 წელს გარდაიცვალა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, დავით კანდელაკი იყო.
ის 1895 წელს ქალაქ ქუთაისში პედაგოგების, ვლადიმერ კანდელაკისა და ნეოლინა ჩხენკელის ოჯახში დაიბადა.
განათლებით ეკონომისტს, დიდხანს რუსეთში მოუწია მუშაობა, საქართველოში კი, 1921 წელს დაბრუნდა და განათლების სახალხო კომისრად (მინისტრად) დაინიშნა.
აღნიშნულ თანამდებობას, ის 10 წლის მანძილზე უანგაროდ, დიდი ცოდნითა და თავდადებით უძღვებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ პერიოდში განათლების უწყებაში სკოლამდელი აღზრდის კერები, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიულ-ტექნიკური განათლება, თეატრები, მუზეუმები, კინო და სახელმწიფო გამომცემლობა შედიოდა.
დავით კანდელაკის სახელთანაა დაკავშირებული სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს პედაგოგიური სექციების ნაყოფიერი, შემოქმედებითი მუშაობა, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე შექმნა, პედაგოგიური კადრების აღზრდა, პედაგოგიკურ-მეთოდიკური მუშაობის დონის ამაღლებაზე ზრუნვა და სხვა.
1928 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის რეორგანიზაცია დასრულდა, მას შეუერთდა ამიერკავკასიის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება და ამ ორი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის პირველ რექტორადაც პროფესორთა საბჭომ, სწორედ დავით კანდელაკი, ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი აირჩია. პრორექტორებად კი, პროფესორი ნიკოლოზ მუსხელიშვილი და პროფესორი ევგენი პეტკევიჩი.
თავდაპირველად ინსტიტუტში სამი ფაკულტეტი არსებობდა: სამშენებლო - დეკანი კირიაკ ზავრიევი, სამთო-ქიმიური - დეკანი გიორგი წულუკიძე, ელექტრო-მექანიკური დეკანი - გიორგი გედევანიშვილი.
რექტორობის პერიოდში, დავით კანდელაკი ძალასა და ენერგიას არ იშურებდა ახალი კათედრების ჩამოყალიბებისათვის, ინსტიტუტის მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური კადრებით შევსებისათვის, სასწავლო და სამეცნიერო ბაზის შექმნისა და განვითარებისათვის, ასევე სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა პირობების გაუმჯობესებისათვის.
დავით კანდელაკი 1937 წელს მოსკოვში, პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხვერპლა.