თბილისი

ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ავტომობილების დიაგნოსტირებას, დიაგნოსტიკის შედეგების გაანალიზებას  და მის საფუძველზე ელექტრული და ელექტრონული სისტემების ტექნიკური მომსახურეობისა და რემონტის სამუშაოების  წარმოებას.  კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში, წინასწარი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით ავტომობილის პროგრამულ მოდერნიზებას.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 82 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 53 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 97 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 64 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის გავლის შემდეგ მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის ტექნიკოსად, ელექტრიკოსად, დიაგნოსტიკოსად.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 45.2; 45.20; 45.20.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 7231

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ვალერი ჯაჯანიძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

ავტომობილის ძრავას შეკეთება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია,  უზრუნველყოს  ისეთი  სპეციალისტების  მომზადება,  რომლებიც შეძლებენ ავტომობილების  დიაგნოსტირებას, დიაგნოსტიკის შედეგების  გაანალიზებას და მის საფუძველზე ძრავას მექანიზმებისა და სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოების წარმოებას.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 58 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 37 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 73 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 48 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის გავლის შემდეგ მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ავტომობილის ძრავას მექანიკოსად (საავტომობილო ტრანსპორტი), ავტოსერვისის მექანიკოსად, დიაგნოსტიკოსად.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 45.2; 45.20; 45.20.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 7231

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ვალერი ჯაჯანიძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ბეჭდვით მედიატექნოლოგიებში

პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბეჭდვითი  მედიატექნოლოგიების სფეროსთვის  კვალიფიციური, პრაკტიკული უნარ-ჩვევების მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს პროფესიისთვის დამახასიათებელი ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. კერძოდ, ორგანიზაციებიდან (მაგ., გამომცემლობებიდან) მიღებული დედნების მიხედვით სხვადასხვა ბეჭდვითი პროდუქციის წარმოებას (ჟურნალ-გაზეთები, ბლანკები, ბროშურები, წიგნები, ბუკლეტები, ფლერები, სტიკერები, პოსტერები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა და ა.შ.).

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 90 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 61 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 105 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 72 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მკინძავად, მბეჭდავად სხვადასხვა სახის პროფილურ საწარმოებში: სტამბებში, სარეკლამო კომპანიებში, გამომცემლობებში, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, საპროექტო, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, რომლებიც სხვადასხვა ნაბეჭდ პროდუქციას გამოსცემენ.  შესაძლებელია თვითდასაქმებაც.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 18.1; 18.11; 18.11.0; 18.12; 18.12.0; 18.13; 18.13.0; 18.14; 18.14.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 4131

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: თეა ბარამაშვილი

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

გრაფიკული დიზაინის შესრულება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო  პროფესიული კვალიფიკაცია ციფრულ ხელოვნერბაში.

პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს ციფრული ხელოვნების სფეროსთვის კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი  სპეციალისტები.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 90 კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 69 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 91 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:  ციფრულ ხელოვნებაში  საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, ვინც გაივლის „გრაფიკული დიზაინის შესრულების“  კონცენტრაციას, შესაძლოა დასაქმდეს  გამომცემლობაში, პოლიგრაფიულ საწარმოში, ციფრულ სტამბებში, ფართოფორმატიან  ბეჭდვის  საწარმოებში, სარეკლამო კომპანიებში დამკაბადონებლის, გრაფიკოს-დამკაბადონებლის, ტექნიკური დიზაინის  თანამდებობაზე.  ასევე შეეძლება  მუშაობა დიზაინერ-დამკაბადონებლის ან/და  გრაფიკული დიზაინერის  თანაშემწედ. ის შეიძლება  დასაქმდეს ბეჭდვის  წინა მოსამზადებელი  პროცესების  ტექნიკოსად  ისეთ საწარმოებში, სადაც გამოიცემა  წიგნები. პერიოდული პუბლიკაციები და ხორციელდება სხვა საგამომცემლო საქმიანობები.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი:14.0;18.13;18.13.0;
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3121; 7322; 7323;

 

პროგრამის  ხელმძღვანელი:  თეა ბარამაშვილი

პროგრამის განხორციელების ადგილი:   თბილისი  მ.კოსტავას ქ. N68

მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს  კონკურენტუნარიანი კადრების  მომზადება ელექტროობაში, მოამზადოს  კვალიფიციური  სპეციალისტები მაღალი ძაბვის  ელექტროობაში, რომლებიც ფლობენ ან ოპერირებას  უწევენ ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის  ელექტროგადამცემ ხაზებს, აწარმოებენ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების  ექსპლუატაციას წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე  და ახდენენ იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების, ბოძების, მრიცხველების  და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების  ექსპლუატაციას, რომლებიც აწვდიან  მიღებულ ელექტროენერგიას  წარმოების ადგილიდან  ან გადაცემის სისტემიდან საბოლოო მომხმარებელს.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.          

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 70 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 49 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 100 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 69 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: ურსდამთავრებული  შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ფლობს  ან ოპერირებას უწევს ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მას შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლუატაცია წარმოების ადგილიდან  გამანაწილებელ სისტემამდე, აწარმოოს იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების,ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლუატაცია, რომლებიც აწვდიან წარმოების  ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან მიღებულ ელექტროენერგიას საბოლოო  მომხმარებელს. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონტიორი; მონტიორის თანაშემწე და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების სპეციალისტი.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 35.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7411; 7412; 7413

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ნატალია კერესელიძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #36

 

მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექანიკაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს  კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მექანიკისა და ლითონის დამუშავების  სფეროსთვის, წინამდებარე პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა  უზრუნველყოფს  მეკანიკის  ინჟინერიის ტექნიკოსების მომზადებას, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ტექნიკური  სისტემის მანქანის, მექანიკური მოწყობილობის და მექანიზმების დაპროექტებაში, დამზადებაში,  მომსახურებაში, სერვისსა და რემონტში.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 80 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 150 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 100 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: როგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ისეთი დარგების საწარმოებში, როგორიცაა: კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გადამუშავება, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგებში, რომელთა საწარმოო პროცესებში გამოყენებულია მანქანა - დანადგარები. აგრეთვე, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსს გააჩნია სამანქანათმშენებლო მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა.

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ნანა ბაქრაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #36

მექატრონიკა

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექატრონიკაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მექატრონიკაში თანამედროვე საწარმოების მექატრონული სისტემებისა და მანქანა-დანადგარების დაგეგმვის,, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურების, შეცდომების აღმოჩენისა და მართვის უზრუნველყოფისთვის.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 75 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 150 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 97 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მექატრონიკის ტექნიკოსად ყველა დარგსა და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე მექატრონული მანქანების და აღჭურვილობის მართვის, დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურებისა და შეცდომების აღმოჩენის სამუშაოების შესასრულებლად.

 

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ხათუნა ამყოლაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #36

საბაჟო საქმე

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში

პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა რომელიც საბაჟო სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს. კერძოდ, პროგრამის  მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის  კვეთასთან, საქონლის გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული  ამოცანები. პროგრამის  მოზანია, მოამზადოს  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც  დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ  პროფესიული  ეთიკის, შრომისა და უსაფთხოების ნორმების  დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 93 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 58 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 123 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 77 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში - საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იყოს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან. კარიერული ზრდის თვალსაზრისით, კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია შემდგომ საფეხურებზე ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 52.29, 84.11.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3351

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ნინო თოფურია

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

სამკერვალო წარმოება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს  სამკერვალო წარმოებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება. რომელიც შეძლებს, ქალის, მამკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის  კონსტრუირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის  მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა დათბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 100 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 71 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 115 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 82 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს  შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე. კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის წარმოება - თვითდასაქმება

           

ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის  კოდები: 13.10; 13.10.0; 14.13; 14.13.0

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7531; 7532, 7533; 7543; 8153

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ლია ლურსმანაშვილი

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

სამრეწველო ავტომატიზაცია

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების  დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, ტიაგნოსტიკასა და მონიტორინგს.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 78 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 150 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 97 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ავტომატიზებულ საწარმოებში, როგორიცაა საკვებისა და სასმელის წარმოება,

კერძოდ: ხორცის, ხორცპროდუქტების და თევზის მწარმოებელ საწარმოები, წვენების, კონცენტრატების და კონსერვების წარმოების საწარმოები, სამადუღრო, ალკოჰოლური, უალკოჰოლო და მინერალური წყლების წარმოების საწარმოები, რძისა და რძის პროდუქტების

წარმოების საწარმოები, პურისა და პურპროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის და მაკარონის წარმოების საწარმოები, ზეთების, ეთერზეთების და სანებლების წარმოების საწარმოები, ციტრუსების გადამამუშავებელ საწარმოები, სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელ საწარმოები, კომბინირებული საკვების მწარმოებელ საწარმოები; მეტალურგიულ საწარმოებში; ქიმიურ და ფარმაცევტულ საწარმოებში.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 33.20.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 7421; 8212

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ლაშა იაშვილი

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #36

საოფისე საქმე

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში

პროგრამის მიზანი: როგრამის მიზანია,  უზრუნველყოს ისეთი პროფესიული  პროგრამის დანერგვა, რომელიც  მოამზადებს 1. კვალიფიციურ  ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  დაწესებულების აქტივობების  დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას; 

პროგრამის  მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური  სპეციალისტები,  რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული  ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების  დაცვით. ამასთან, სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული  უნარებით.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 59 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 44 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 89 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 66 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს  საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 82; 82,1; 82.11.0;82.19.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3341

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ალექსანდრე კანკაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

სარკინიგზო გადაზიდვები

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია რკინიგზის ოპერირებაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს სარკინიგზო  გადაზიდვის  სპეციალისტები სარკინიგზო ინდუსტრიის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 90 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 72 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 120 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 92 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იქნება სარკინიგზო გადაზიდვებთან.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 33.14.0; 33.17.0; 33.20.0; 35.13.0; 42.12.0; 49.10.0; 49.2; 21.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 4323, 8311

 

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: მეგი პატურაშვილი

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ლოგისტიკაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული  პროგრამის დანერგვა, რომელიც  სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის  სფეროსთვის  უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს, რომელმაც იცის სატრანსპორტო, სასაწყობე დოკუმენტაციის შევსება; ტვირთის შენახვა საწყობში; ნაშთების კონტროლი; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთის  ზედამხედველობის მონიტორინგი.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, სპეციალისტები  აღჭურვილი  იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრასფერული უნარებით.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 69 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 46 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 99 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 68 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს  ტვირთების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო - ლოჯისტიკურ ორგანიზაციებში; საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში; სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ასოციაციებში; სატრანსპორტო და საექსპედიციო ორგანიზაციებში; სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსებში; სავაჭრო-შემსყიდველი და საშუამავლო ორგანიზაციებში; მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუტორო ორგანიზაციებში; გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში; საბაჟო ტერმინალური კომპლექსებში; სასაწყობო მეურნეობებში, საბაჟო საწყობებში.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 49.4; 49.41;49.41.0; 49.42; 49.42.0; 51.21; 51.21.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3323

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ნათია ბუთხუზი

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოებაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების სფეროსთვის უზრუნველყოს შესაბამისი დარგის კვალიფიციური პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. მომზადდებიან კადრები ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების მიმართულებით, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ინდივიდუალური და მასიური წარმოების პირობებში ტყავისა და ტყავის შემცვლელი მასალისაგან სხვადასხვა სირთულის ფეხსაცმლისა და აქსესუარების დამზადებას.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 97 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 61 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 112 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 72 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოში, მოდის ატელიებში დარგის სპეციალისტად, ფეხსაცმლის მკერავად,  მეწაღედ. ასევე, შეუძლია დააფუძნოს სახელოსნო და იმუშაოს ინდივიდუალურ შეკვეთებზე.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 13.99; 13.99.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 7536

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: ლელა გერგეშელიძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

ღონისძიების ორგანიზება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ღონისძიების ორგანიზებაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, ადგილობრივი შრომის  ბაზრისთვის უზრუნველყოს ღონისძიების ორგანიზების სპეციალისტის მომზადება, რომელიც საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში გეგმავს, კორდინირებას და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიების მომზადებასა და გამართვას. კერძოდ, სპეციალისტი შეძლებს ღონისძიების კონცეფციას მომზადებას, მის კოორდინირებასა დადაგეგმვას, საქმიანი წინადადების მომზადებას, ფინანსურ მართვასა და შეკვეთის გაფორმებას, გუნდურ მუშაობასა და ღონისძიებაში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობას,  ღონისძიების  ტექნიკურ აღჭურვას, უსაფრთხოების  უზრუნველყოფის მონიტორინს. პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ  პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 61 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 41 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 91 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 63 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს   ქორწილების ორგანიზატორად. ასევე, კონფერენციების და ღონისძიებების ორგანიზატორად სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში, სადღესასწაულო  ცენტრებში,  ტურისტულ და სხვა კერძო  კომპანიებში, კულტურულ და სპორტულ ასოციაციებსა და ფედერაციებში. ასევე, შეიძლება იყოს თვითდასაქმებული. 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 82.3; 82.30; 82.30.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3341

 

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: მზია მილაშვილი

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

ხის მხატვრული დამუშავება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში

პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს ხის მხატვრული  დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების  წესების  დაცვით, ხის დაზიანებული ავეჯის შეკეთება.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 90 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 57 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 104 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 68 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: პროგრამის დასრულებისშემდეგ პირი შესაძლოა დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, სკოლების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, სპეციალური ავეჯის (დახლების, ვიტრინების, თაროების და მისთ) მწარმოებლად, საოფისე ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების მწარმოებლად, ხის სტატუეტების და ორნამენტების, ხის ინკრუსტაციების, ხის ფერადი მოზაიკის მწარმოებლად, ხის ყუთების, საიუველირო ნაკეთობების, სასადილო საკუთნოების და მსგავსი ნაკეთობების მწარმოებლად. ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის დამამუშავებელ საწარმოში, ხის წნულინივთების დამამზადებელ სახელოსნოში, შექმნას კერძო წარმოება და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 16.29; 16.29.0; 31.0; 31.01; 31.01.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 7522; 7523

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: რამაზი ტყემალაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68

ჰაერის კონდიცირება

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ჰაერის კონდიცირებაში

პროგრამის მიზანი: პროგრამის  მიზანია  კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც შეუძლია  ვენტილაციის  და  კონდიცირების პრინციპული სქემების  გამოყენება მიწოდებული  სამუშაო  ნახაზების წაკითხვა და მათ საფუძველზე ხელმძღვანელის  მითითებულ ადგილზე საჭირო ჰაერსატარების და აპარატურის მონტაჟის,  მომსახურეობისა და დემონტაჟის  განხორციელება, ვენტილაციისა და კონდიცირების სამუშაოების  შესრულებლად საჭირო დროის განსაზღვრა, კონდიცირების  სისტემის  სამუშაოებისთვის  საჭირო მასალებისა და ხელსაწყობის  დამოუკიდებლად  განსაზღვრა და გამოყენება.

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 52 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 40 კვირა

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა: 82 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 62 კვირა

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟიორად და ამ სისტემის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტად.

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 43.22.00
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3431

 

პროგრამის  ხელმძღვანელი: თამაზ ისაკაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. თბილისი, მ.კოსტავას #68