კვალიფიკაცია: ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - რუსული.
პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებში ღრმა და სისტემური ცოდნა ბუნებრივი ნახშირწყალბადების საბადოების ძებნა - ძიების, ჭაბურღილების ბურღვისა და საბადოების დამუშავების მიმართულებით. განუვითაროს ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებითი სამუშაოების, საბადოს რაციონალური დამუშავების ღონისძიებების, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევების დაგეგმვის და განხორციელების უნარი. გამოუმუშაოს ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების უნარი უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.