მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ქიმიის მაგისტრი
მიმართულება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლების ენა - ქართული.
კვალიფიკაცია:ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: არააკრედიტებული
დაფინანსება: არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს განათლება ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სხვადასხვა სპეციალიზაციაში- არაორგანული, ორგანული, სილიკატური, ელექტროქიმიური, მაღალმოლეკულური, კომპოზიციური მასალების, ფარმაცევტული, ბიოლოგიური ტექნოლოგია-ტექნოლოგიური პროცესების მართვის, წარმოქმნილი პრობლემების და ამოცანების აღქმისა და მათი პრაქტიკული გადაჭრისათვის.
კვალიფიკაცია: გარემოს ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია გარემოს ინჟინერიის მაგისტრის მომზადება, რომელსაც ექნება ცოდნა გარემოსდაცვით ინჟინერიაში. პროგრამის შედეგად კურსდამთავრებულები შეძლებენ თანამედროვე მეთოდებით გარემოში რთული პრობლემების გადაწყვეტას, ორიგინალური გზების ძიებას და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას, ბუნებრივი და სამრეწველო ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, ატმოსფერული ჰაერისა და ჰიდროსფეროს დაცვის ტექნოლოგიური პროცესების სქემების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებას.
კვალიფიკაცია: მასალათმცოდნეობის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მასალათმცოდნეობის ძირითადი პრინციპები, ლითონებისა და მათი შენადნობების სტრუქტურული აგებულება, ფიზიკო-მექანიკური თვისებები, აგრეთვე სტრუქტურასა და თვისებებს შორის კავშირი; თვისებათა კვლევისა და მათი მიზანდასახულად შეცვლის მეთოდები, რაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა ლითონების საექსპლუატაციო მახასიათებლების ამაღლების თვალსაზრისით.
კვალიფიკაცია: ინჟინერიის მაგისტრი მეტალურგიაში
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
მეტალურგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაგისტრანტებს მისცეს ცოდნა მეტალურგიის პროცესების თეორიაში, ლითონების მიღებისა და რაფინირების თეორიაში; შეუმუშაოს თანამედროვე სადნობ, სახურებელ, გამოტუტვის, ცემენტაციის, ელექტროლიზის, იონგაცვლით და ექსტრაქციის აგრეგატებში ტექნოლოგიური პროცესებისა და სამეცნიერო კვლევის ჩატარების უნარი; გააცნობიეროს მეტალურგიის თეორიის საფუძველზე ახალი ტექნოლოგიების ანალიზი და მათი შემუშავება კონკრეტული ბრძმედის, ფოლადსადნობი, ფეროშენადნობების და ფერადი, მათ შორის კეთილშობილი ლითონების წარმოების პირობებში.
კვალიფიკაცია: ფარმაციის მაგისტრი
მიმართულება: ჯანდაცვა
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია ფარმაცევტული დისციპლინების სიღრმისეული შესწავლა, ფარმაციის პრაქტიკოსი კადრების მომზადება, რომლებიც მიიღებენ ცოდნას ფარმაცევტული ანალიზის, სამრეწველო ფარმაციის, აგრეთვე ფარმაცევტული კოსმეტოლოგიისა და პარფიუმერიის სპეციალიზაციებით. სამაგისტრო პროგრამა უპირატესად მიმართულია სტუდენტებში ფარმაცევტისათვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაზე.