კვალიფიკაცია : წყლის ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია მოამზადოს მშენებლობის მაგისტრანტი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, შეძლებს მშენებლობის დარგში არსებულ რთული საინჟინრო პრობლემების გადაჭრას. გარდა ამისა, შეასწავლოს საპროექტო ნორმატიულ დოკუმენტაციაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ხარისხზე ორიენტირებული სამშენებლო ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემა.
პროგრამის სტატუსი : აკრედიტებული.
კვალიფიკაცია: მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა : 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური : 2250 ლარი
სწავლების ენა- ქართული
პროგრამის მიზანია - მოამზადოს საინვესტიციო-სამშენებლო პროექტების, სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი, მშენებლობის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური მენეჯერები. შესძინოს კურსდამთავრებულებს ახალი ინოვაციური მიდგომებით პროექტის მომზადების, სამშენებლო ბიზნეს-პროცესების დაგეგმვისა და წარმართვის, კოორდინირებისა და მონიტორინგის, სამშენებლო კომპანიის ცალკეული სამეურნეო რგოლის მაღალ ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტზე გათვლილი, ეფექტიანი გაძღოლის პრაქტიკული უნარები; შესძინოს კურსდამთავრებულებს შენობების აგების, მონტაჟისა და აღჭურვის, საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტების პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებაზე დამყარებული ცოდნა.
შესძინოს კურსდამთავრებულებს შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დამოუკიდებლად წარმართვის მყარი საფუძველი.