კვალიფიკაცია: ინჟინერიის მაგისტრი წყლის ინჟინერიის სპეციალიზაციით
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: არააკრედიტებული.
დაფინანსება: არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ.
სწავლების ენა - ინგლისური.
პროგრამის მიზანია მოამზადოს პრაქტიკულ საექსპლუატაციო საქმიანობაზე ორიენტირებული წყლის რესურსების ინჟინერი, რომელიც სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შეძლებს წყლის ობიექტების საპროექტო და საექსპლუატაციო საქმიანობის განხორციელებას. გარდა ამისა, შეძლებს წყლის რესურსების მართვის სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით დარეგულირების პროცესში რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას.