კვალიფიკაცია: მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ.
სწავლების ენა - ინგლისური.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში ვაზისა და ღვინის ისტორიული გავრცელება-განვითარების ეტაპები, მსოფლიო მევენახეობის დარგში ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ვენახის გაშენება-მოვლის დამკვირდებული და თანამედროვე მეთოდების, ვენახში ჩასატარებელი აგროტექნოლოგიური პროცესების სრული ციკლი და მართვის თავისებურებები. მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო რეგულაციებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით მსოფლიო ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ყურძნის გადამუშავების თანამედროვე, ინოვაციური და ტრადიციული ტექნოლოგიები, დარგის ტენდენციები, მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური პროცესები, თანამედროვე ანალიზური ტექნიკის გამოყენებით ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიული კვლევა, კვლევისთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა და დაგეგმვა; ღვინისა და სასმელების ხარისხისა და სენსორული შეფასების საერთაშორისო მეთოდები და პრაქტიკაში დანერგილი სისტემები, ღვინის დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციული მეთოდები; მსოფლიო ღვინის ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, ტურისტული პაკეტების, მათ შორის, „ღვინის გზა“ დაგეგმვა-შემუშავება და პოპულარიზაცია მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით. და მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე, დარგში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი - შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრი, რომელიც მართავს ღვინის წარმოების სრულ ჯაჭვს ვენახის გაშენებიდან-საბოლოო პროდუქტამდე.
პროგრამისსტატუსი: არააკრედიტებული.
კვალიფიკაცია: აგრონომიის მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამისსაფასური: 2250 ლარი
სწავლებისენა- ინგლისური
პროგრამის მიზანია - შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად მოამზადოს კვალიფიციური კადრები აგრონომიაში, რომლებიც დააკმაყოფილებენ ქვეყნის ინდუსტრიულ და სოციალურ მოთხოვნებს. სტუდენტს შეასწავლოს დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის, კერძოდ: აგრონომიის თანამედროვე საკითხების დამუშავება; მცენარეთა მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების გამოყენება; საწარმოო და საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მცენარეთა ჯიშების სხვადასხვა გზით გაუმჯობესება, გააცნოს თანამედროვე გლობალურ აგრონომიაში გამოყენებული მცენარეთა სახეობები და გენეტიკური რესურსები, რის საშუალებითაც კუსდამთვრებული შეძლებს მოღვაწეობას ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე ხელს შეუწყობს აგრარული დარგის განვითრებას.