პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში
სწავლის საფასური - 2250 ლარი
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია.
უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
სწავლების ენა - რუსული
პროგრამის მიზანია - მედიაკულტურის მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტის მომზადება;
მედიაკულტურის ელემენტებისა და ღირებულებების სწავლება სოციალურ სივრცეში, საზოგადოების ნორმატიული ორიენტირების მხარდაჭერისა და ტრანსლირების, მმართველობითი გადაწყვეტილებების კონტროლისა და სოციალურ ურთიერთობათა დარეგულირების პროცესებში მონაწილეობისათვის;
თანამედროვე პროფესიული სტანდარტებით ინფორმაციის წარმოების, გავრცელების, მედია მონიტორინგის საერთაშორისო მეთოდებისა და ტექნოლოგიების სწავლება.