ქართულენოვანი პროგრამები

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა თბური და ელექტრული ენერგიების წარმოების, გადაცემის, განაწილების, მოხმარებისა და სხვა ენერგიებად გარდაქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელიც მოიცავს ზოგად საინჟინრო განათლებას, თბური, ჰიდრო და ელექტროენერგეტიკული დანადგარების, ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების, ელექტრული მანქანებისა და აპარატების, ელექტროტექნიკური მასალების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და მათში შემავალი ელემენტებისა და კვანძების დაპროექტებას, მონტაჟს, გამართვას, გამოცდასა და ექსპლუატაციას, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს; ჩამოუყალიბოს საინჟინრო-პრაქტიკული უნარები სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში არსებული ამოცანებისა და პრობლემების გადასაჭრელად, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროგაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების დაყენების, შენარჩუნების, შეკეთების და ხარვეზის დიაგნოსტირების გასახორციელებლად; აღჭურვოს კურსდამთავრებულები ენერგეტიკის დარგში არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი კომპეტენციებით და შეუქმნას მას საფუძველი სწავლის შემდგომი გაგრძელებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - ფიზიკა ან  მათემატიკა.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


ფასიანი პროგრამა

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მენეჯმენტის ბაკალავრი

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანია - სპეციალისტების მომზადება სამრეწველო, სერვისულ და საპროექტო საწარმოთა საქმიანობის მართვის ამოცანების შესასრულებლად, რაც მოიცავს: ორგანიზაციული პოლიტიკის შემუშავებას ოპერაციულ საქმიანობასთან მიმართებაში; რესურსების სისტემატიზაციას და მათი რაციონალური გამოყენების დაგეგმვას, ორგანიზებას და კონტროლს; შემსრულებელთა მოტივაციას ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და მათი კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფას; საკუთარ ქმედით მონაწილეობას ტექნოლოგიური გადაიარაღების და ახალი ნაწარმის/სერვისის ათვისების პროექტების შედგენასა და რეალიზებაში.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

ფასიანი პროგრამა  

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი ელექტრულ და ელეტრონულ ინჟინერიაში.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის ელექტროტექნიკურ და ელექტრონულ ინდუსტრიაში და წაახალისოს ისინი უმაღლესი განათლების მიღების სრულყოფისათვის; უზრუნველყოს ფართო ცოდნით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში, რომლებიც აუცილებელია ელექტრული და ელექტრონული პრობლემების ფორმულირების, ამოხსნისა და ანალიზისათვის; აღჭურვოს სტუდენტი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სფეროს თეორიული საფუძვლების ფართო ცოდნით, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას; განუვითაროს კომპლექსური საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების, მათი გადაჭრის გზების მოძიების, ელექტრომოწყობილობების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის უნარები საინჟინრო პრინციპების გამოყენებით: ელექტრული წრედების ანალიზის, ელექტრომაგნიტური ველის თეორიის, ელექტრული სისტემების, მართვის მიკროპროცესორული სისტემების, ელექტრული ენერგიის გარდაქმნის (ელექტრული მანქანების), ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკის, ელექტრონიკის საფუძვლების და ენერგეტიკული ელექტრონიკის, საინჟინრო პროექტების მართვის და მათი ენერგეტიკულ სისტემებში გამოყენების სფეროებში. უზრუნველყოს სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდა უწყვეტი სწავლისა და საქმიანობაში პროფესიული ეთიკის დაცვის მიზნით, შეუქმნას ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაში პროგრამირების კომპიუტერული პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საჭირო საფუძველი, ასევე მისცეს ინფორმაციული უსაფრთხოების (კიბერუსაფრთხოების) დაცვის პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა, ტექნოლოგიის შესაბამის სფეროში.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა. 

უცხო ენა: ინგლისური.