პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - .გარემოსმცოდნეობის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია ან ბიოლოგია.
საგნმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს გარემოსმცოდნეობის სპეციალისტი, რომელსაც ექნება თანამედროვე გარემოს მდგრადი განვითარების კონცეფციის ცოდნა, სოფლის გარემოს მდგრადი განვითარების თეორიებისა და პრინციპების გააზრების უნარი და შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მთის გარემოს სფეროში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების გაცნობიერებას და პრიორიტეტების ადეკვეტურად განსაზღვრას.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ტურიზმის ბაკალავრი.
სწავლების ენა - ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა „მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი“ მიზანია მოამზადოს მუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო დონის სპეციალისტი, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებს გაანალიზოს, შეაფასოს, ჩამოაყალიბოს არგუმენტირებული დასკვნები მთის მდგრადი ტურიზმის განვითარების პრიორიტეტულ დარგებში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან გეოგრაფია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მენეჯმენტის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მენეჯმენტის ბაკალავრი, რომელსაც ექნება მთის მდგრადი ფერმერული სისტემების მართვის თეორიებისა და პრინციპების, გარემოს დაცვის, დეგრადირებული, დაბალნაყოფიერი ნიადაგების გაუმჯობესების, ფიტო სანიტარული მელიორაციის, მთის ეკოლოგიურად ცვალებად და რისკებით სავსე გარემოში IFOAM’- ის მიერ რეკომენდირებული სისტემების მენეჯმენტის ცოდნა.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია მოამზადოს მთიანი გარემოს ინფრასტრუქტურის დაცვისათვის თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული სპეციალისტი , რომელსაც შეუძლია გარემოს დაცვითი საინჟინრო ღონისძიებების გატარება, მთაში ბუნებრივი რისკ-ფაქტორების პროგნოზირება; თოვლისა და ზვავის გამომწვევი მიზეზების დადგენა; მთის ქანების წყლისმიერი ეროზიული პროცესებისაგან დაცვა; მთის მდინარეებზე კალაპოტური პროცესების რეგულირება და ნაპირდამცავი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა ან ქიმია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.