ფასიანი პროგრამა
სწავლის საფასური -2250 ლარი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის არსის, პრინციპების, ინსტიტუტების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის დარგობრივი სასწავლო კურსების ძირითადი თეორიების, წესების, პრინციპებისა და რეგულირების თავისებურებების შესახებ.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
ფასიანი პროგრამა
სწავლის საფასური - 2250 ლარი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის, სტრუქტურის, თეორიების, სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე, მოქალაქეობრივი და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მიმდინარე პროცესების შეფასებას და ახალ მოდელში საქართველოს როლის განსაზღვრას.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.