ფასიანი პროგრამა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინფორმატიკის ბაკალავრი.
სწავლების ენა - ქართული.
სასწავლო პროგრამის მიზანია მისცეს ბაკალავრს ზოგადი ცოდნა ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ძირითადი საკითხების შესახებ. კერძოდ, მომზადდება სპეციალისტი, რომელსაც ექნება თანამედროვე დონის სისტემური, მეთოდოლოგიური, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური, ინფორმაციულ-ანალიტიკური ცოდნა, რაც საშუალებას მისცემს წარმატებით მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროფილის ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების დაპროექტებაში, ფირმის, საწარმოს და ორგანიზაციის ინფორმაციული რესურსების განავითარებაში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
უცხო ენა - გერმანული, ინგლისურ, ფრანგული, რუსული.
ფასიანი პროგრამა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მიზანია მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეინარჩუნონ და განივითარონ საგანმანათლებლო პროგრამით მიღებული ცოდნა და უპასუხონ დარგის უახლეს გამოწვევებს.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
უცხო ენა - გერმანული, ინგლისურ, ფრანგული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მათემატიკის ბაკალავრი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „მათემატიკა“ მიზანია, სტუდენტს მისცეს ცოდნა მათემატიკის ფართო სპექტრის საკითხებში და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელთა გამოყენებით შეეძლება მათემატიკასა და სხვადასხვა დარგში თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გაცნობიერება, გაანალიზება, მათემატიკური მოდელირება, სტანდარტული მეთოდებით გადაწყვეტა და სათანადო დასკვნის გაკეთება.
სწავლების ენა - ქართული
უცხო ენა - გერმანული, ინგლისურ, ფრანგული, რუსული.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი.
საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია , ბაკალავრს მისცეს სიღრმისეული ცოდანა იმ დარგების მიმართულებით , როგორიცაა: ფიზიკური ინფორმატიკა, სამედიცინო ფიზიკა და ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოება, მიკროელექტრონიკა და ოპტოელექტრონიკა, ფიზიკა-ტექნიკური ექსპერტიზა და ტექნიკური დიაგნოსტიკა.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
უცხო ენა - გერმანული, ინგლისურ, ფრანგული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
სწავლის საფასური - 2250 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია- მეცნიერების ბაკალავრი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში.
პროგრამის მიზანია მოამზადოს ბიოსამედიცინო ინჟინერიის ისეთი სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ სამედიცინო ტექნიკის და სამედიცინო საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური საკითხების გადაწყვეტას. გარდა ამისა, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად გუნდური მუშაობით, სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი უზრუნველყონ
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა ან ბიოლოგია.
უცხო ენა - გერმანული, ინგლისურ, ფრანგული, რუსული.
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ხელსაწყოთმშნებლობის, ავტომატიზაციის და მართვის სისტემების ინჟინერიის ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის დარგში შრომის თავისუფალ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რისთვისაც აუცილებელია: ავტომატური მართვის, საზომი-სადიაგნოსტიკო სისტემებისა და მათში შემავალი ელემენტებისა და კვანძების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის, კონტროლისა და მართვის პრინციპების, ანალიზისა და სინთეზის მეთოდების შესწავლა თანამედროვე კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზაზე, რომელიც მიმართულია წარმოების ნებისმიერ სფეროში შრომის ნაყოფიერების გაზრდისა და გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
უცხო ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული
პრიორიტეტული პროგრამა
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი ტელეკომუნიკაციაში.
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამის მიზანია მოამზადოს ტელეკომუნიკაციის დარგში შრომის თავისუფალი ბაზრისთვის არსებული ტექნოლოგიური სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების, ელექტრონული მოწყობილობების აგების თეორიის, პროექტირების, ფუნქციონირების პრინციპებისა და ექსპლუატაციის წესების ფართო ცოდნის მქონე კვალიფიციური კადრები.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
უცხო ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული.
სწავლის საფასური - 2250 ლარი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია-კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად,კომპიუტერული მეცნიერების დარგის ძირითადი ამოცანების ლოგიკურად და მეთოდოლოგიურად გადაჭრას; დარგობრივი სფეროს ფართო ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოყენების საფუძველზე პრაქტიკული ამოცანების ანალიზს, სწორად დაგეგმვას და შესაბამისი ალგორითმების შერჩევით ოპტიმალური შედეგების მიღებას; მიღებული ცოდნით პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რათა კომპიუტერული მეცნიერების დარგში წინასწარ არსებული ინსტრუქციის ან კონკრეტული მითითებების შესაბამისად, დაგეგმონ და შექმნან პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც ცალკეული კომპონენტი ასევე კომპლექსური სისტემა მათი შემდგომი მართვისთვის; კომპიუტერული მეცნიერების ეთიკის დაცვით და მაღალი პასუხისმგებლობით წვლილი შეიტანონ როგორც პროფესიულ, ასევე საზოგადოების განვითარებაში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა