ქართულენოვანი პროგრამები

პრიორიტეტული პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ბაკალავრი 

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საინჟინრო საქმიანობაზე ორიენტირებული სპეციალისტი. სტუდენტს მისცეს საბაზისო ცოდნა ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროში  ტექნოლოგიური პროცესების გაცნობიერების, წარმოქმნილი პრობლემებისა და ამოცანების გაგებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორიტეტული პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ქიმიის ბაკალავრი

სწავლების ენა - ქართული

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტს  შეასწავლოს ქიმიის ძირითადი ცნებები, კანონები და კანონზომიერებები. ელემენტებისა და ქიმიური ნაერთების, მარტივი და რთული ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები; ქიმიური პროცესების მიმდინარეობის პირობების შეფასება და მათი მიმართულების პროგნოზირება - დაგეგმვა.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ქიმია ან ბიოლოგია. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორეტეტული  პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი მეტალურგიაში

სწავლების ენა - ქართული

მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ცოდნა- შავი ლითონების, შენადნობების, კერძოდ: თუჯების, ფოლადების (ჩვეულებრივი ნახშირბადიანი, ხარისხოვანი, ლეგირებული, უჟანგავი და სხვა სახის სპეციალური ფოლადები), ფეროშენადნობების - ფერომანგანუმის, ფეროსილიციუმის, ფეროქრომის, ფეროვანადიუმის –  მეტალურგიაში; ფერადი ლითონების  და მასალების  კერძოდ: მძიმე, მსუბუქი, კეთილშობილი, იშვიათი ლითონებისა და მათი შენადნობების მეტალურგიაში; მეორეული ლითონების მეტალურგიაში - ჯართისა და საწარმოო ნარჩენების გადამუშავება-უტილიზაცია; მეტალურგიულ ღუმლების თბური მუშაობის და კონსტრუქციის გაანგარიშების და დაპროექტების შესახებ.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.


პრიორიტეტული პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინჟინერიის ბაკალავრი მასალათმცოდნეობაში

სწავლების ენა - ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, საინჟინრო განათლების საფუძვლების მქონე და პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული ბაკალავრი, მასალათმცოდნეობისა და მასალათა დამუშავების სფეროში.
შეასწავლოს მასალათმცოდნეობის საფუძვლები, ლითონური და არალითონური მასალების აგებულება, ფიზიკო-მექანიკური თვისებები და ქიმიურ შედგენილობასა, სტრუქტურასა და თვისებებს შორის კავშირი.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია. 

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

პრიორიტეტული  პროგრამა

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გარემოსდაცვითი ინჟინერია

სწავლების ენა - ქართული.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტი უზრუნველყოს დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით; შეასწავლოს  გარემოს ობიექტების ხარისხის ნორმატივები, მასზე მოქმედ მავნე ნივთიერებათა, აგრეთვე ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით გამოწვეული ბიოსფეროს წონასწორობის რღვევა და  კლიმატური ცვლილებები;

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა,  ქიმია ან გეოგრაფია.

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.

ფასიანი პროგრამა .

სწავლის საფასური - 2250 ლარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ფარმაციის ბაკალავრი.

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია, იმ ბაკალავრების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ- ნედლეულის, სუბსტანციისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების დამზადება, ხარისხის კონტროლი, სტანდარტიზაცია და მოსახლეობის უზრუნველყოფა უსაფრთხო, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით.

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3  სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია.  

უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.   

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი სასურსათო ტექნოლოგიაში

მიმართულება - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

უცხოენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული. 

სწავლებისენა - ქართული

პროგრამის მიზანია - უზრუნველყოს კურსდამთავრებული ზუსტი, საბუნებისმეტყველო, კვების მეცნიერებების ფუნდამენტალური თეორიებისა და პრინციპების, ტექნოლოგიის ფართო ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი, დარგისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და პროფესიული კომპეტენციებით, რომელიც ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ საქმიანობასა და სწავლის გაგრძელებაზე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურებზე.

შეასწავლოს სტუდენტს:

კვების მრეწველობის პროცესების მეცნიერული საფუძვლები, პროდუქციის ასორტიმენტი, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონცეფცია, ნედლეულის გადამუშავების დროს მიმდინარე ცვლილებები, ტექნოლოგიური ოპერაციების თავისებურებები, გარემოსდაცვითი და სურსათის კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, გარემომცველ გარემოში და საკვებში ტოქსიკური ნაერთებისა და მეტაბოლიზმის, უსაფრთხო სამუშაო პირობების საკითხები.

გამოუმუშაოს საკვების კომპონენტების დახასიათების, ფიზიკურ-ქიმიური ანალიტიკური მეთოდების; ეკონომიკური ფაქტორების გავლენის შეფასების; კვების მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ინოვაციების გაანალიზების, კვების ტექნოლოგიების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების უნარი.

პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი მასალების საინჟინრო ტექნოლოგიაში

მიმართულება -

სწავლის საფასური - 2250 ლარი

პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.

უცხოენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული. 

სწავლებისენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - უზრუნველყოს კურსდამთავრებული მასალების საინჟინრო ტექნოლოგიის სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, დარგისათვის საჭირო უნარებით; 

შეასწავლოს სტუდენტს მასალების საინჟინრო ტექნოლოგიის საფუძვლები, ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალების აგებულება, ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა, სტრუქტურასა და თვისებებს შორის კავშირი, წარმოების ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხო წარმართვა და ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების გარემოს დაცვითი მოთხოვნების მიხედვით ექსპლუატაცია, პროდუქციის ხარისხის ექსპერტიზის მეთოდოლოგია და ექსპერტიზის ჩატარების უნარები;

შეასწავლოს ტექნიკაში გამოყენებული უმთავრესი და ახალი კომპოზიციური მასალების თვისებები, მათი გამოყენების სფეროები. მოწყობილობა-დანადგარების მუშაობის პრინციპები და ტექნოლოგიური რეჟიმები.