2020 წლის 13 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიაში, სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 08 იანვრის №01-05-04/04 დადგენილებით, ტელეკომუნიკაციის (სადოქტორო პროგრამა: ტელეკომუნიკაცია) საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება.
საბჭოს წევრობის კანდიდატმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
CV - მონაცემები შრომითი საქმიანობის შესახებ;
სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასლი);
შრომების დამოწმებული სია (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ შრომებს);
ეროვნული, საერთაშორისო, დარგობრივი აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასლი);
საბჭოს სპეციალობით დაცული დისერტაციების ხელმძღვანელობა (სია);
სხვა აქტივობები ( სახელმწიფო და სხვა სახის პრემიების ლაურიატობა, საექსპერტო საქმიანობა, საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობა, სარედაქციო კოლეგიებში მუშაობის გამოცდილება და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები .
არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში წარმოდგენილი კანდიდატურა არ განიხილება