ძვირფასო პირველკურსელებო, მოხარული ვართ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას! იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ტექნიკური უნივერსიტეტი წინასწარ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!
იმ პირველკურსელებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადების, ადგილისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.
პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წელი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის 23 სექტემბერიდან იწყება.
აბიტურიენტებმა, რომელებმაც სტუ-ს ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ:
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ:
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
რეგისტრაციამდე პირველკურსელებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი - 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ რეგისტრაციისას.
სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
http://gtu.ge/AboutStu/rekvizitebi.php
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)
საბუთების მიღება წარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, შემდეგ მისამართებზე: