სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი

სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი დაარსდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს კოლეგიის 1991 წლის 8 ნოემბრის დადგენილებისა და ამავე წლის 23 ნოემბრის მინისტრის N33 ბრძანების საფუძველზე (დირექტორი მერაბ ტაბუცაძე).

1997 წლიდან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებების (77/03 15.07.1997) საფუძველზე, ცენტრი განთავსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკური ცენტრის ტერიტორიაზე და მას ეწოდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი.

2006 წლის 24 ნოემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტეგრაციის კომისიის გადაწყვეტილებით სამინისტროს დაქვემდებარებული სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი დამტკიცებული ბიუჯეტით, გადავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახით.

ცენტრის პერსონალის მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია ძირითადად სამეცნიერო სტატიები, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში, საერთაშორისო მასშტაბით ინდექსირებულ რეცენზირებად ჟურნალებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, უცხოეთისა და ადგილობრივ ავტორიტეტულ და პრესტიჟულ გამომცემლობებში. ეს ინფორმაცია დეტალურად არის ასახული ცენტრის ყოველწლიურ სამეცნიერო ანგარიშებში.