სტუდენტს

გენდერული მენტორინგი (ქალები მეცნიერებაში)

გენდერული მენტორინგი (ქალები მეცნიერებაში)

მენტორინგის სქემა მიზნად ისახავს გოგო სტუდენტების გაძლიერებას, მათთვის მიზანმიმართული განვითარების ხელშეწყობას და მეცნიერულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის მოტივაციის შექმნას. პროგრამა ხელს უწყობს პროფესიონალიზმის ზრდას, კარიერულ წინსვლას და განათლებაში გენდერული თანასწორობის განმტკიცებას.

მენტორისა და მენტის თანამშრომლობა მიმართულია პროფესიული განვითარებისათვის საჭირო უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზე და გენდერული დისკრიმინაციის პრევენციაზე. სწავლების პროცესში გამოიყენება სხვადასხვა ფორმა — პროექტების დაგეგმვა, კვლევების დიზაინი, პრეზენტაციები და თემატური განხილვები, რაც ახალ ცოდნას და გააზრებას უწყობს ხელს.

გამცდილ ქალ მეცნიერთან შეხვედრები, დისკუსიები და დებატები სტუდენტებს აძლევს რეალურ მაგალითად წარმოდგენილ ისტორიებსა და ხედვებს, თუ როგორ გადალახონ სირთულეები და როგორ მიაღწიონ წარმატებას მეცნიერულ კარიერაში.