სტუდენტს

კითხვა-პასუხი

ჩვენი ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამა პროექტის ფარგლებში წარმოადგენს მხარდაჭერის ინიციატივას, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების სტუდენტებისთვის.
მენტორინგის კომპონენტი აერთიანებს გამოცდილ მენტორებს იმ სტუდენტებთან, რომლებსაც აკადემიური ან პროფესიული მიმართულებით სჭირდებათ რჩევა და მიმართულების მითითება.
ტუტორინგის კომპონენტი კი აკავშირებს უფროსკურსელებს პირველკურსელებთან, რათა ახალ სტუდენტებს უნივერსიტეტის გარემოში თავი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნონ.

Mentor (მენტორი) – გამოცდილი და სანდო მრჩეველი, რომელიც სტუდენტებს გამოცდილებას, რჩევებსა და პროფესიულ დახმარებას სთავაზობს.

Mentee (მენთი / მაძიებელი) – უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც მენტორი ახალ უნარებს უვითარებს და სწავლების მიზნების მიღწევაში ეხმარება.

Tutor (ტუტორი) – უნივერსიტეტის უფროსკურსელი სტუდენტი, რომელიც პირველკურსელებს მხარდაჭერას და დახმარებას უწევს.

Tutee (ტუტი / მაძიებელი) – პირველკურსელი სტუდენტი, რომელსაც უნივერსიტეტის გარემოში ადაპტაციის, ინფორმაციის მიღებისა და სწავლების დაგეგმვის მხრივ დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.

პროგრამაში შერჩევისას აუცილებლად ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებსა და პრეფერენციებს, თუმცა საბოლოო წყვილები ყალიბდება აკადემიური ან პროფესიული საჭიროებების, სწავლების მიმართულებების და მორჩენილი თავისუფალი დროის მიხედვით.
ამ გზით გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ და თქვენზე მორგებულ წყვილს.

წყვილების შერჩევა ხდება სპეციალური პროცედურით. პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა აკადემიურ მიმართულებას, ტუტორისა და მენტორის პროფესიულ გამოცდილებას, ორივე მხარის ხელმისაწვდომ დროს და კონკრეტულ საჭიროებებს.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მენტორისა და მენტის (მაძიებლის), ასევე ტუტორისა და ტუტის (მაძიებლი) წყვილები იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ერთმანეთზე მორგებული და წარმატებაზე ორიენტირებული.

არა, ჩვენი პროგრამა ღიაა ყველა სტუდენტისთვის, ვისაც აკადემიური ან პროფესიული მხარდაჭერა სჭირდება. იქნება ეს სირთულეების დაძლევა თუ უბრალოდ სწავლის გამოცდილების გაუმჯობესება — მენტორობა და ტუტორინგი ყველას სარგებელს მოუტანს.

ჩვენ ვთავაზობთ მენტორინგსა და ტუტორინგს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელებულ მრავალფეროვან საგნებსა და თემებზე. კონკრეტული მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მენტორები და ტუტორები არიან ხელმისაწვდომი.

ამ ეტაპზე შემუშავებულია 12 მენტორინგისა და ტუტორინგის სქემა, მათ შორის:

  1. პროფესიული მენტორინგი
  2. იძულებით გადაადგილებული და რელოკირებული სტუდენტების მენტორინგი
  3. ბიზნესისა და სტარტაპის მენტორინგი
  4. მწვანე შეთანხმების (Green Deal) მენტორინგი
  5. ადგილობრივი თვითმმართველობების მენტორინგი
  6. მომავალი პედაგოგების მენტორინგი
  7. ციფრული ტუტორინგი/მენტორინგი
  8. პირველკურსელთა ტუტორინგი
  9. გენდერული მენტორინგი (ქალები მეცნიერებაში)
  10. საერთაშორისო ორიენტაციის ტუტორინგი გამსვლელი სტუდენტებისთვის
  11. Buddy ტუტორინგი (საერთაშორისო სტუდენტები, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება)
  12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მენტორინგი

შეხვედრების სიხშირე დამოკიდებულია ტუტის საჭიროებებსა და ტუტორის ხელმისაწვდომობაზე. ჩვეულებრივ, პროგრამის დასაწყისში შეხვედრები უფრო ხშირია, შემდეგ კი ტუტორი და ტუტი ინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს და ერთმანეთს საჭიროებისამებრ ხვდებიან.

როგორც წესი, მენტორისა და მენტის, ასევე ტუტორისა და ტუტის თანამშრომლობა დაახლოებით 6 თვე გრძელდება. თუმცა, თუ ორივე მხარე სურვილს გამოთქვამს, პარტნიორობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ სემესტრზე მეტადაც.

არა, ჩვენი ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობა პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის სრულიად უფასოა.

სასურველია პროგრამაში სემესტრის დასაწყისში ჩაერთოთ, თუმცა მენტორებისა და მენტორირებადების განაცხადებს მთელი აკადემიური წლის განმავლობაში ვიღებთ.

გვენდეთ, მაქსიმალურად მალე შევეცდებით, რომ შესაბამის პარტნიორთან მოგახდინოთ შერწყმა.

ჩვენს პროგრამაში ჩართვით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ აკადემიური წარმატება, განივითაროთ სწავლის უნარები, გაიზარდოთ თავდაჯერებულობა და გახდეთ აქტიური წევრი სასიამოვნო და მეგობრული უნივერსიტეტური საზოგადოების.

თუ მენტორინგის ან ტუტორინგის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა ან შეკითხვა გაგიჩდათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ თქვენი უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრს ელფოსტაზე: mentoring@gtu.ge.

ცენტრი უზრუნველყოფს, რომ თქვენი მიმართვა მალე, ყურადღებით და სრულად კონფიდენციალურად განიხილოს. ასევე, მენტორინგის და ტუტორინგის ყოველი სესიის შემდეგ მაძიებელს გაეგზავნება შეფასების კითხვარი.

დიახ, ჩვენ მივესალმებით უკუკავშირს როგორც მენტორებისგან, ისე მენტორირებადებისგან. პროგრამის ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის უკუკავშირს რეგულარულად ვაგროვებთ.

პროგრამაში ჩართვისთვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრს — mentoring@gtu.ge  ასევე შეგიძლიათ პროგრამის შესახებ მეტი წაიკითხოთ ჩვენი ვებგვერდის შესაბამის გვერდზე.

მენტორად გახდომისთვის საჭიროა განცხადება შეავსოთ სპეციალურად განსაზღვრულ პლატფორმაზე მენტორების მიღების პერიოდის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ გამოქვეყნებულ განცხადებებსა და ინსტრუქციებს. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დრო დაუთმონ სტუდენტების მხარდაჭერასა და წარმატებაზე ზრუნვას.