სტუდენტს

მენტორი & ტუტორი

ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის მთავარი მონაწილეები

მენტორი
გამოცდილი და სანდო მრჩეველი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება და აძლევს, ცოდნასა და რჩევებს პროფესიული, აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის.

მენთი (mentee) მაძიებელი
უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მუშაობს მენტორთან ახალი უნარების შესაძენად, მიზნების დასასახად და სასწავლო უნარების განსავითარებლად.

ტუტორი
უნივერსიტეტის უფროსკურსელი სტუდენტი, რომელიც უწევს მხარდაჭერას პირველი კურსის სტუდენტებს – სწავლაში, დროის სწორად მართვაში, საგნების გაგებასა და უნივერსიტეტის გარემოში ადაპტაციაში.

ტუტი (Tutee) მაძიებელი
პირველკურსელი სტუდენტი, რომელსაც ესაჭიროება დამატებითი აკადემიური, საინფორმაციო ან სოციალურ ადაპტაციაში მხარდაჭერა.

რატომ?

• წავახალისოთ ახალგაზრდა პროფესიონალები მნიშვნელოვანი კარიერული წარმატებების მისაღწევად
• სტუდენტების აკადემიური და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა
• პიროვნული და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა
• თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ყველა სტუდენტისთვის
• უნივერსიტეტის შესაძლებლობის გაძლიერება ფეხი აუბას თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნებს

როგორ?

• მენტორებისა და ტუტორების კონსულტაციებით
• აკადემიური მხარდაჭერის სესიებით: სწავლების სტრატეგიები, დროის მართვა, საგნების გაცნობა
• ვორკშოპებით, ვებინარებით და ჯგუფური აქტივობებით
• პარტნიორობებით უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო/სოციალურ სტრუქტურებს შორის

რა?

• ტუტორინგისა და მენტორინგის ყოვლისმომცველი მხარდამჭერი სისტემა
• პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელი
• ინდივიდუალური და ჯგუფური აკადემიური დახმარება
• სტუდენტზე ორიენტირებული სერვისების სრული პაკეტი