თანატოლთა მხარდამჭერი ტუტორინგი საერთაშორისო სტუდენტებისთვის
მენტორინგის ეს სქემა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტების მხარდასაჭერად, განსაკუთრებით - სხვადასხვა კულტურული და რელიგიური გარემოდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახალ ქვეყანაში ადაპტაციას იწყებენ. პროგრამის ცენტრში არიან საერთაშორისო სტუდენტები, რომელთაც ადგილობრივი სტუდენტები ეხმარებიან ახალი გარემოს მრავალფეროვანი ასპექტის გაცნობასა და მართვაში.
სქემა მოიცავს დახმარებას ენასთან დაკავშირებულ საკითხებში, კონკრეტული კამპუსის ორიენტაციაში, კულტურული შოკის დაძლევაში, სოციალურ ინტეგრაციაში და სხვა ყოველდღიურ საჭიროებაში.
Buddy tutoring-ის მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საერთაშორისო სტუდენტები თავს კომფორტულად იგრძნობენ, შეძლებენ ახალ გარემოს მარტივად შეეგუონ და დაამყარონ ხანგრძლივი, მეგობრული ურთიერთობები ადგილობრივ თანატოლებთან.