სტუდენტს

ბიზნესისა და სტარტაპის მენტორინგი

ბიზნესისა და სტარტაპის მენტორინგი

სქემა განკუთვნილია უფროსკურსელი სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც შრომის ბაზარზე გადასვლას ან საკუთარი კვლევის კომერციალიზაციას გეგმავენ. პროგრამის მიზანია ინოვაციური იდეების სიცოცხლისუნარიან სტარტაპ პროექტებად გარდაქმნა და მენტორების მხარდაჭერით მენტორირებადი მონაწილეებისთვის იმ უნარების ჩამოყალიბება, რომლებიც პოტენციური ინვესტორებისთვის ეფექტიანი და დამაჯერებელი პრეზენტაციისთვის არის აუცილებელი.

მონაწილეები იღებენ კონსულტაციებსა და პროფესიულ მხარდაჭერას მენტორინგის სესიების, ქოუჩინგისა და ერთობლივი სტარტაპ პროექტების საშუალებით, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ზრდის შრომის ბაზარზე.

სქემა ხელს უწყობს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებას და აყალიბებს თავდაჯერებულ, კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ ინოვაციური იდეების ინვესტორებისთვის წარდგენად და პრაქტიკულად განხორციელებად პროექტებად გარდაქმნას.