სტუდენტს

პირველკურსელთა ტუტორინგი

პირველკურსელთა ტუტორინგი - ეს სქემა პირველი კურსის სტუდენტებს ეხმარება უნივერსიტეტის ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისთვის.

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს აკადემიურ მხარდაჭერას, ეხმარება სოციალური გარემოს უკეთ გაგებაში და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას. სქემაში მონაწილეობის შედეგად სტუდენტებს უყალიბდებათ ახალი სასწავლო გარემოს მოთხოვნების უკეთესი აღქმა, ავითარებენ სწავლისთვის საჭირო უნარებს და ეტაპობრივად აუმჯობესებენ აკადემიურ შედეგებს, რაც ამცირებს სტრესსა და ზედმეტ დაძაბულობას.

პროგრამის მიზანი სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა გამოცდილების მქონე პირველკურსელებს გაუმარტივოს ახალი საგანმანათლებლო სივრცის ათვისება, აკადემიური მოლოდინების სწორად გაგება და სწავლის ორგანიზება.

ტუტორინგის სქემა სტუდენტებს სთავაზობს ორგანიზაციულ, საინფორმაციო და ემოციურ მხარდაჭერას, აძლიერებს მათ სწავლის უნარებს, ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარის განვითარებას.

 პროგრამა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ისე ჯგუფურ შეხვედრებს და აქტივობებს, რაც სტუდენტების ადაპტაციასა და სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს და სასიამოვნოს ხდის.