ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები

ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები

გიწვევთ ფინალურ პიჩინგ ღონისძიებაზე –
ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები“
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამების ფინალური პიჩინგ ღონისძიება)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი გიწვევთ ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამების ფინალურ პიჩინგ ღონისძიებაზე –
ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები“,
რომელიც გაიმართება 2026 წლის 14 იანვარს, ოფლაინ ფორმატში.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელებული ტუტორინგისა და მენტორინგის აქტივობების შედეგების წარდგენა, მონაწილეთა გამოცდილების გაზიარება და T&M პროგრამების მეორე პილოტირების ეტაპის შეჯამება.

ღონისძიება ტარდება Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში:
პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მენტორობისა და ტუტორობის კომპლექსური სისტემის ჩამოყალიბების გზით“.

ძირითადი მიმართულებები:

 ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამების შედეგების პრეზენტაცია სტუ-ში
 სტუდენტების, ტუტორებისა და მენტორების გამოცდილების გაზიარება
 წარმატებული ისტორიები და რეალური გავლენა აკადემიურ ცხოვრებაზე
 მეორე პილოტირების ეტაპის დასკვნები და შემდგომი განვითარება

სამიზნე აუდიტორია:
ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამებში ჩართული სტუდენტები, სტუდენტი-ტუტორები, მენტორები, აკადემიური პერსონალი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის წარმომადგენლები.

რეგისტრაციის ბმული:
 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf4sW1EGt3UtcNR6HeLdVbBJZNix-RA1QkH0y-tfj4s2ITCmA/viewform?usp=preview

ღონისძიების დეტალები:
• თარიღი: 2026 წლის 14 იანვარი
• ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი
კოსტავას ქ. 77, თბილისი 0160, საქართველო

ეს ღონისძიება წარმოადგენს სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის, მიღწეული შედეგების წარმოსაჩენად და ტუტორინგისა და მენტორინგის კულტურის შემდგომი გაძლიერებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

08/01/2026

სიახლეებში დაბრუნება