14 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში გაიმართა PROMENT-ის ტუტორინგის და მენტორინგის პროგრამის შემაჯამებელი პიჩინგის ღონისძიება. აქტივობა პროექტის მეორე პილოტირების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა პროგრამის მონაწილეთა მიერ მიღებული გამოცდილებისა და შედეგების წარმოჩენას.
ღონისძიების ფარგლებში ტუტორებმა და მენტორინგის პროცესში ჩართულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მენტორინგისა და ტუტორინგის პროცესში შემუშავებული პროექტები და პრაქტიკული გამოცდილება. პიჩინგის სესიას ესწრებოდნენ მენტორები და მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს კონსტრუქციული უკუკავშირი და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარეს.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო მონაწილეთა პროფესიულ განვითარებას, პრეზენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარების გაძლიერებას, ასევე სტუდენტების აქტიურ ჩართულობას უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში. საბოლოო პიჩინგის ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა საუკეთესო ტუტორები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტუტორების მნიშვნელოვან როლს PROMENT-ის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.