27 ივლ

ყურადღება





სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ
17 ივლ

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის




განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს, გაიმართა ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის. ტრენერთან კომუნიკაციისას გამოყენებული იქნა Zoom პლატფორმა.

16 ივლ

ყურადღება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის მიზნით ცენტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა სადოქტორო საფეხურის პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.

იხილეთ ბმული: https://eqe.ge/geo/static/561

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძნებით დამტკიცდა "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო" და "სწავლის სფეროების კლასიფიკატორი". ამავე ბრძანებით განსაზღვრულია პროგრამების ეტაპობრივი, კონკერტული სფეროების მიხედვით, მოდიფიცირება ზემოაღნიშნული ჩარჩოსა და კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ყველა სიახლე

ხარისხის მართვა

ყურადღება 27 ივლ

ყურადღება





სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის 17 ივლ

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის




განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს, გაიმართა ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის. ტრენერთან კომუნიკაციისას გამოყენებული იქნა Zoom პლატფორმა.

16 ივლ

ყურადღება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის მიზნით ცენტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა სადოქტორო საფეხურის პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.

იხილეთ ბმული: https://eqe.ge/geo/static/561

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძნებით დამტკიცდა "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო" და "სწავლის სფეროების კლასიფიკატორი". ამავე ბრძანებით განსაზღვრულია პროგრამების ეტაპობრივი, კონკერტული სფეროების მიხედვით, მოდიფიცირება ზემოაღნიშნული ჩარჩოსა და კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
15 ივლ

ცხადდება კონკურსი!!!

ცხადდება კონკურსი!!!
15 ივლისი, 2020
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა სერტიფიცირების წესით შერჩევის მიზნით 2020 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 29 ივლისის ჩათვლით.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61323?active=1
25 მარტ

ცვლილება

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
24 მარტ

ყურადღება ცვლილებაა

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
23 მარტ

ყურადღება ცვლილებაა

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 18 მარტის №33/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი (ბრძანება)
ყურადღება! 12 მარტ

ყურადღება!

ძვირფასო კოლეგები,

გაცნობებთ რომ სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუშაობას იწყებს ონლაინ რეჟიმში.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ვისაც უწევს პროგრამების გეგმიური აკრედიტაციები გთხოვთ დადგენილი წესის მიხედვით წარმოგვიდგინოთ შესაბამისი დოკუმენტები ელექტრონული ფოსტის (quality@gtu.ge) მეშვეობით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაგიწევთ როგორც ელექტრონულად, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გისურვებთ ჯანმრთელობას.


26 თებ

ცვლილება

ცვლილება შევიდა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017693, 12/04/2019) და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს – „სასტუმრო, რესტორანი და კვება“ (კოდი 1013) - ჩამონათვალში, მესამე სვეტში დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:
„1013.3.5 სასტუმროს მენეჯმენტი Hotel Management“.

19 თებ

ყურადღება

ცვლილება შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №99/ნ-ში. ცვლილების სანახავად გთხოვთ იხილოთ ბრძანების სრული ვერსია შემდეგ ბმულზე
12 თებ

ცვლილება კანონში

ცვლილება შევიდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანებაში
30 დეკ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში განხორციელდა ცვლილება

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლს დაემატა 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

ამასთან, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 13 დეკემბრის N5568-Iს საქართველოს კანონის (გამოქვეყნების თარიღი: 19/12/2019) მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის 21 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 2 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

გილოცავთ 20 დეკ

გილოცავთ

გილოცავთ  ახალ 2020 წელს
15 ნოე

ფორუმზე რეგისტრაცია

„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“  „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი“ ატარებს.

აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს:

·         საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

·         კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;

·         სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;
08 ნოე

ყურადღება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
ავტორიზებული სამედიცინო / სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

თანადაფინანსება განსაზღვრულია:

700 ლარის ოდენობით;
300 ლარის ოდენობით.

საბუთების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!

ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/…/MINISTRY-OF-EDUCATION…/news/8462/ge
01 ნოე

ყურადღება

კარიერული განვითარების ცენტრი“ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“
ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“. პროექტი აქცენტირებულია 16-დან 40-წლამდე პიროვნებების დასაქმებასა და
სტაჟირებაზე. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოღვაწე 50 მსხვილი
დამსაქმებელი. მათ შორისაა სახელმწიფო და კერძო სექტორი. „კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმში“ მონაწილეობის
საფასური ნაწილობრივ დაფინანსებულია, კერძო უმაღლესი სასწავლებლის
გადასახადი ჯამში შეადგენს - 236 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). მონაწილეობა უფასოა
სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.  ნიკოლოზ ტყეშელაშვილი
კარიერული განვითარების ცენტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995595523555
მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #16
გილოცავთ 17 სექ

გილოცავთ

ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო!

გილოცავთ ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს სასწავლო, პედაგოგიურ, სამეცნიერო საქმიანობაში.
დაისახეთ ახალი მიზნები, გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენ მათ აუცილებლად მიაღწევთ.

მუდამ თქვენს გვერდით,
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

11 სექ

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია
10 სექ

სიახლე

დიპლომის დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დიპლომის დანართში განხორციელებული ცვლილებები შეეხო მასში ისეთი ინფორმაციის აღწერის აუცილებლობას (ECTS-ის კრედიტები, სწავლის შედეგები), რაც მნიშვნელოვანია კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და აღიარებისათვის.
28 ივნ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საყურადღებოდ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოსადგენი ანგარიშის შესახებ

დაწესებულებების პროგრამები, რომელთაც ანგარიშის წარმოდგენის პირობით მიენიჭათ აკრედიტაცია ან მომავალში მიენიჭებათ, ანგარიში უნდა წარმოადგინონ ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე ანგარიშის ფორმა

18 ივნ

სიახლე

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების შესახებ
კონკურსი 22 მაი

კონკურსი

ცხადდება კონკურსი!

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მომზადების პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა შერჩევის მიზნით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებათ, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=219009&fbclid=IwAR3llWjsC1igXojh39vdEdXquu16i047zKfvcUwBIGRhyQFMQcR7mz9b0U4
აკრედიტაციის სახელმძღვანელო 19 მაი

აკრედიტაციის სახელმძღვანელო

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სახელმძღვანელოს მიზანია,
დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკეთ გაიგონ აკრედიტაციის
სტანდარტების მოთხოვნები.
სახელმძღვანელო შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე >>>>>სახელმძღვანელო<<<<
25 დეკ

ცვლილება

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს2018 წლის 21 დეკემბრის № 01-05-04/340 დადგენილებით შევიდა ცვლილებებიაკადემიური საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 2627 დადგენილებაში „სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილებები შევიდა დადგენილების მე-4 და წესის მე-9 და მე-10 პუნქტებში. ცვლილებები არ ეხება კოდის სტრუქტურასა და შინაარსს.მნიშვნელოვანი და საყურადღებო ცვლილება შეტანილია წესის მე-10 პუნქტში.
დადგენილების კოდიფიცირებული ვერსია განთავსებულია ვებ-გვერდზე http://gtu.ge/quality/Files/Pdf/dadgenilebiani.pdf
სტუ-ში ტექნიკური გადამზადების ცენტრი გაიხსნა 08 ნოე

სტუ-ში ტექნიკური გადამზადების ცენტრი გაიხსნა

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა
ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში 31 ოქტ

ცვლილებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში



ძალაში შევიდა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც სამის ნაცვლად ავტორიზაციის ხუთ სტანდარტს ითვალისწინებს.
ყურადღება 16 ოქტ

ყურადღება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში კიდევ შევიდა ცვლილებები. ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე>>>> 

.კანონის ბოლო რედაქცია არის შემდეგ მისამართზე http://gtu.ge/quality/pdf/kanoni%20umaglesi%2020-9-18.pdf 

ასევე, შეიცვალა საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“. ბოლო ვერსიის მისამართია http://gtu.ge/quality/pdf/kanoni%20ganatlebis%20xarisxis%2020-9-18.pdf


ცვლილება კანონში 07 ოქტ

ცვლილება კანონში

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
 ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე >>>

კანონის ბოლო რედაქცია არის შემდეგ მისამართზე
http://gtu.ge/quality/Files/umaglesisshes.pdf

ასევე, შეიცვალა საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“. ბოლო ვერსიის მისამართია http://gtu.ge/quality/Files/ganatlebis%20xarisxis.pdf
23 აგვ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები სამოქალაქო ინჟინერიაში

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები სამოქალაქო ინჟინერიაში - მიღწევები და პერსპექტივები
23 აგვისტო, 2018

საქართველოს ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლიდან, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ახალი დარგი - სამოქალაქო ინჟინერია დაამატა, რაც სამომავლოდ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. 
ყურადღება 10 აგვ

ყურადღება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საყურადღებოდ! ცვლილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში
9 აგვისტო, 2018
სწავლება საზღვარგარეთ 02 ივლ

სწავლება საზღვარგარეთ

საბერძნეთის რესპუბლიკის სტიპენდიები

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცხადა მიღება საქართველოს მოქალაქეებისათვის სასტიპენდიო პროგრამებზე 2018-2019 აკადემიური წლისათვის. 
სიახლე 01 ივლ

სიახლე

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გეგმიური საავტორიზაციო პროცესი მიმდინარეობს
28 ივნისი 2018
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ საავტორიზაციო პროცესი ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით
სიახლე 25 ივნ

სიახლე

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლესი განათლების მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უმაღლესი განათლების კუთხით პრიორიტეტული ხარისხის გაუმჯობესება იქნება. შესაბამისად, გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არაგეგმური მონიტორინგი და ავტორიზაციას, მხოლოდ მაღალი აკადემიური სტანდარტიის მქონე უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ. აღნიშნულ პროცესში კი, ქართველებთან ერთად, ჩართულები იქნებიან ევროპელი ექსპერტები.
18 ივნ

ცვლილება

ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №120/ნ-ში. „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010) დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდა ცვლილებები და ჩამონათვალს დაემატა შემდეგი პროფესიული სპეციალიზაციები:
1. 090352 -ფარმაცია.
2. 090554 - საექთნო საქმე.
01 აპრ

ყურადღება

ცვლილებები შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებში

„საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
06 მარტ

ვაკანსია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორების შესარჩევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის სამმართველოში, და ასევე ადამიანური რესურსების სამმართველოში.
დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 6-20 მარტის ჩათვლით, ვებგვერდი www.hr.gov.ge  -ს მეშვეობით უნდა ატვირთონ:
1. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. CV ქართულ ენაზე;
3. 2 (ორი) რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://eqe.ge/res/docs/167.pdf

გისურვებთ წარმატებებს!
20 თებ

ყურადღება

ცვლილება შევიდა სტუ-ს რექტორის 2016 წლის 28 მარტის N42 ბრძანებაში, კერძოდ, შეიცვალა დანართი 1, კომისიის შემადგენლობა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული>>>
29 აგვ

ცვლილება

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. (იხილეთ ცვლილებები და სრული ვერსია)

29 აგვ

ცვლილება

„საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები (იხილეთ ბმული ცვლილებებსა და სრულ ვერსიაზე)
18 აგვ

ყურადღება

ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში.შეიცვალა მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი:
„10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2017 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
16 მაი

ყურადღება! ცვლილებაა

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში2017 წლის 5 მაისს შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. თქვენ შეგიძლიათ გააქტიურებულ მისამართზე იხილოთ ცვლილებები და ასევე  ბრძანების ბოლო ვერსია სრულად 
13 მარტ

ყურადღება

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატა მე-10 პუნქტი:
„10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2017 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2017 წლის 7 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.
19 ივლ

ყურადღება

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010) დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და: 1. 040103 ქვედარგი/სპეციალიზაცია „კომპიუტერული ინჟინერია“ ამოღებულ იქნეს; 2. 0417 დარგი/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 0418 დარგი/სპეციალობა: „0418 - კომპიუტერული ინჟინერია“.
21 მარტ

ყურადღება

მ/წ 19 თებერვალს შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: 
1. უმაღლესი განათლების შესახებ.ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია: 561-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან) და მე-3 პუნქტი; 562-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები; 564-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი; 66-ე მუხლის 1-3 პუნქტები, ამავე მუხლს დაემატა 31 – 33 პუნქტები; 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია.
 2. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“. შევიდა შემდეგი ცვლილებები: მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი; მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და დაემატა 21 პუნქტი(ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან); მე-11 მუხლის პირველი, მე-4- მე-6 პუნქტები; მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, დაემატა მე-4 პუნქტი; მე-16 მუხლი; მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; 22-ე მუხლის 1-3 პუნქტები, დაემატა 31-34 პუნქტები; 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, დაემატა მე-4 პუნქტი; კანონს დაემატა IV1თავი (ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან); დაემატა 322 მუხლი. 
3. პროფესიული განათლების შესახებ“. მე-14 მუხლს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი; შეიცვალა 201 მუხლის 11 პუნქტი. ზემოაღნიშნული ცვლილებები (კანონების ბოლო რედაქციები) შეგიძლიათ იხილოთ ბმულების საშუალებით.
01 მარტ

სიახლე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის

დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010

წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
ჩარჩო დოკუმენტში ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია ცენტრს ცვლილების
განხორციელებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ცვლილებიდან
გამომდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირებისა და
ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შესახებ, ასევე ასახოს ეს ინფორმაცია
თვითშეფასების წლიურ ანგარიშში.”.

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საფასურის“ (დანართი № 2) მე-2 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე
შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების
ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა
განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ
დანართის პირველი მუხლის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი
ასიგნებებიდან.”.
21 ივლ

ცვლილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №72/ნ ბრძანების თანახმად, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება
14 ივლ

სიახლე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის №68/ნ ბრძანების თანახმად, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს“ მე-4 მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
14 ივლ

სიახლე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის №69/ნ ბრძანების თანახმად, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს დანართ №2-ში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
ა) შეიცვალა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-8 პუნქტი შეიცვალა;
გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატა მე-4 მუხლი.
14 ივლ

სიახლე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის # 70 ბრძანებით შევიდა შემდეგი ცვლილებები: 1) შეიცვალა დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „გ“, მე-8 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; 301 მუხლის მე-2 პუნქტი; 38-ე მუხლი. 2) დებულების 25-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, ხოლო მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ მე-2 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი. 

09 ივნ

ცვლილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №54/ნ ბრძანების თანახმად „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე.“
ბ) მე-40 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის პირველ თებერვლამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე.“
09 ივნ

ცვლილება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №55/ნ ბრძანების თანახმად „საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება ყოველი წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე.“.
14 იან

ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა შემდეგი ცვლილება: კანონს დაემატა 898-ე მუხლი (იხ. ბმული)
14 იან

სიახლე

ცვლილება
13 იან

ყურადღება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №171/ნ ბრძანების თანახმად „საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე და 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე.“.
12 იან

ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა შემდეგი ცვლილება: კანონს დაემატა 898-ე მუხლი (იხ. ბმული)
12 დეკ

ყურადღება

უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 8 დეკემბრის #1350 დადგენილებით დაამტკიცა სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების ახალი წესი. დადგენილებაში მოცემულია ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია აღნიშნული წესის დანერგვისათვის. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დადგენილებასა და კოდების მინიჭების თანდართულ წესს (იხ. ბმული).


14 ნოე

ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 30 ოქტომბერს შევიდა შემდეგი ცვლილებები: მე-2 მუხლის „ჰ“, „ჰ1“, „ჰ28“ ქვეპუნქტები შეიცვალა, დაემატა „ჰ44“ და „ჰ45“ქვეპუნქტები; მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ5“ და „გ6“ ქვეპუნქტები; მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „პ8“ ქვეპუნქტი; კანონს დაემატა „492“ მუხლი; 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალა; 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალა; 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალა; 54-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალა; 541 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალა; 89-ე მუხლს დაემატა 29-ე პუნქტი (იხ. ბმული
12 ნოე

ცვლილება

2014 წლის 17 ოქტომბერს შევიდა ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 89-ე მუხლის 101 პუნქტ (იხ. ბმული)

ცვლილება

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 18 მარტის №33/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი (ბრძანება)
გილოცავთ

გილოცავთ

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

ყურადღება ცვლილება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში კიდევ შევიდა ცვლილებები იგივე თარიღით. ცვლილებები შეგიძლიათ დეტალურ ინფრომაციაში სიახლის შესახებ .კანონის ბოლო რედაქცია არის შემდეგ მისამართზე http://gtu.ge/quality/pdf/kanoni%20umaglesi%2020-9-18.pdf
ასევე, შეიცვალა საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“. ბოლო ვერსიის მისამართია http://gtu.ge/quality/pdf/kanoni%20ganatlebis%20xarisxis%2020-9-18.pdf

სიახლეები 1 - 66 სულ 66
პირველი | წინა. | 1 | შემდეგი | ბოლო გვერდებად