
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.