15 ნოე

ფორუმზე რეგისტრაცია

„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“  „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი“ ატარებს.

აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს:

·         საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

·         კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;

·         სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;
08 ნოე

ყურადღება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
ავტორიზებული სამედიცინო / სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

თანადაფინანსება განსაზღვრულია:

700 ლარის ოდენობით;
300 ლარის ოდენობით.

საბუთების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!

ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/…/MINISTRY-OF-EDUCATION…/news/8462/ge
01 ნოე

ყურადღება

კარიერული განვითარების ცენტრი“ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“
ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“. პროექტი აქცენტირებულია 16-დან 40-წლამდე პიროვნებების დასაქმებასა და
სტაჟირებაზე. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოღვაწე 50 მსხვილი
დამსაქმებელი. მათ შორისაა სახელმწიფო და კერძო სექტორი. „კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმში“ მონაწილეობის
საფასური ნაწილობრივ დაფინანსებულია, კერძო უმაღლესი სასწავლებლის
გადასახადი ჯამში შეადგენს - 236 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). მონაწილეობა უფასოა
სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.  ნიკოლოზ ტყეშელაშვილი
კარიერული განვითარების ცენტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: +995595523555
მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #16
ყველა სიახლე

ავტორიზაცია


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 99/ნ
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
 
 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი N19


პროფესიუილი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა



ავტორიზაციის პროცდურები



ავტორიზაციის სტანდარტები

ავტორიზაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიიდან გამომდინარე ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; 
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; 
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; 
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; 
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; 
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; 
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები


ავტორიზაციის სახელმძღვანელო