03 აგვ

კონფერენცია ენერეგტიკული უსაფრთხოების საკითხებზე

2020 წლის 31 ივლისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში  ა(ა)იპ „განათლების საერთაშორისო კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ და შპს „გროს ენერჯი ჯგუფის“ თაოსნობით გაიმართა კონფერენცია.
27 ივლ

ვეტერან - ენერგეტიკოსთა საზეიმო შეხვედრა.

2020 წლის 17 ივნისს   ვეტერან - ენერგეტიკოსთა საზეიმო შეხვედრაზე, ფასიანი საჩუქრით, დააჯილდოვეს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპატრტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი შალვა ნაჭყებია.
ყველა სიახლე

თბო და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტი

 სწავლება მილევად რეჟიმში მიმდინარეობს:
ბაკალავრიატში: თბო და ჰიდროენერგეტიკის სპეციალობით;
მაგისტრატურაში: თბოენერგეტიკის, ჰიდროტურბინების, ტუმბოები და ჰესების სხვა ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების, მაგისტრალური სამილსა-დენო სისტემების და ენერგეტიკული აუდიტის სპეციალობით;
დოქტორანტურა: თბოენერგეტიკული დანადგარები; ენერგიის არატრადიციული და განახლებადი წყაროები; ჰიდროენერგეტიკული დანადგარები და სამილსადენო სისტემები;
მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელდა მიღება საბა-კალავრი პროგრამაზე „ ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“. თბო და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტი ამ პროგრამაში წარმოდგენილია სამი პროგრამული მოდულით: თბოენერგე-ტიკული დანადგარები; ჰიდროენერგეტიკული დანადგარები; არატრადიციული ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა.
2012/2013 წელს განხორციელდება მიღება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“, სადაც დეპარტამენტი წარმოდგენილია შემდეგი სამაგისტრი თემატიკით: თბოენერგეტიკა; ჰიდროტურბინები, ტუმბოები და ჰესების სხვა ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობა; მაგისტრაულური სამილსადენო სისტემები. ენერგეტიკული აუდიტი;