ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამეზე შემსვლელთა საყურადღებოდ
ქვემოთ მოცემულია მაგისტრატურის სასპეციალიზაციო გამოცდის საკითხები საგანში „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია“ სასწავლო კურსების მიხედვით, სავარაუდო პასუხებით. საკითხები აღებულია იმ სასწავლო კურსებიდან, რომელიც თქვენ ისწავლეთ პირველ, მეორე და მესამე სასწავლო წელს. სულ 23 სასწავლო კურსიდან აღებულია 1180 საკითხი. სტუდენტმა პასუხი უნდა გაცეს 100 საკითხისაგან შემდგარ ტესტს (თითოეული სასწავლო კურსიდან 4-5 საკითხი). თითოეული შეკითხვა ერთ ქულიანია.
„ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამეზე შემსვლელთა საყურადღებოდ
ქვემოთ მოცემულია მაგისტრატურის სასპეციალიზაციო გამოცდის საკითხები სავარაუდო პასუხებით. საკითხები აღებულია იმ მენეჯერული და ეკონომიკური შინაარსის საბაზისო კურსებიდან, რომლებიც საინჟინრო და ბიზნესის მიმართულებების ყველა საბაკალავრო პროგრამებში ისწავლება. კითხვების საერთო რაოდენობაა 118, რომლებიც დაყოფილია სამ ნაწილად და 27 საკითხად. თითოეულმა შემსვლელმა უნდა უპასუხოს 20 კითხვისგან შემდგარ ინდივიდუალურ ტესტს, რომლებიც სამივე ნაწილს და 27-სავე საკითხს მოიცავენ. თითოეული კითხვა ხუთ ქულიანია
„ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტი და ინდუსტრიული პოლიტიკა"
ტელეკომუნიკაციის მაგისტრატურის პროგრამაზე 2016 წელს მისაღები გამოცდის ბილეთების შედგენის წესი
15 საგნიდან თითოეულის (გარდა რამდენიმე გამონაკლისისა) შესაბამისი საგამოცდო
საკითხები დაყოფილია 3 (სამქულიან, ორქულიან და ერთქულიან) ჯგუფად.
საგამოცდო ბილეთებში 25 სამქულიანი საკითხი შეირჩევა საგნების საკითხების
პირველი (1.1, 2.1, 3.1, ..., 15.1) ჯგუფიდან (მაქსიმალური ჯამური ქულა 75), 10
ორქულიანი საკითხი - მეორე (1.2, 2.2, 3.2, ..., 15.2) ჯგუფიდან (მაქსიმალური ჯამური
ქულა 20), ხოლო 5 სამქულიანი საკითხი - მესამე (1.3, 2.3, 3.3, ..., 15.3) ჯგუფიდან
(მაქსიმალური ჯამური ქულა 5).
ბილეთებში სულ 40 საკითხი (მაქსიმალური ჯამური ქულა 100).
მისაღები გამოცდის პროგრამა 2016 წელს ტელეკომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის საკითხები