
ელგუჯა მეძმარიაშვილი
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის -
“რეფლექტორის” გენერალური კონსტრუქტორი
|
|
როდესაც ისტორიაში პირველ ქართულ კოსმოსურ
ობიექტს ვქმნიდი საქართველოს პრესტიჟზე ვფიქრობდი.
როდესაც სამამულო სამხედრო-საინჟინრო დარგის
განვითარებისათვის ვმოღვაწეობ, საქართველოს
სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვემსახურები.
ელგუჯა მეძმარიაშვილი
|
● სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი
● ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
● პროფესორი.
● გენერალ-მაიორი.
● საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
● ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
● სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალურ კონსტრუქტორს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს – ელგუჯა მეძმარიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 250 სამეცნიერო შრომა, რომელთა შორის აღსანიშნავია მონოგრაფია:
«Трансфщрмируемые конструкции в космосе и на земле»
და
“საქართველოს სამხედრო-საინჟინრო დოქტრინის საფუძვლები” |
ელგუჯა მეძმარიაშვილი არის ავტორი, მთავარი კონსტრუქტორი და გენერალური კონსტრუქტორი მრავალი სახელმწიფო სტრატეგიული თავდაცვითი პროგრამების, საერთაშორისო სამუშაოების და, უშუალოდ საქართველოში შექმნილი, კონსტრუქციებისა. |