პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი “რეფლექტორი” და მისი კოსმოსში გამოცდა
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი შეიქმნა საქართველოში, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის თანამშრომლების _ ქართველი მეცნიერების, ინჟინრებისა და ტექნიკური მუშაკების მიერ.
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა იკისრა კომპანია “საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა”.
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი გამოიცადა ორბიტალურ სადგურ “Мир”-ზე ექსპერიმენტი უზრუნველყო ქართულ-რუსულმა კომპანია “Energia-GPI-Space”-მა, ხოლო კოსმოსში გაყვანა რაკეტულმა კორპორაციამ «Энергиа»-მ.
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დამზადდა და აიწყო “თბილავიამშენში”.
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის სრული ციკლით გამოცდა ჩატარდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სასტენდო დარბაზში.
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გამოცდა ჩატარდა 1999 წლის 23_28 ივლისს, იგი დამთავრდა სრული წარმატებით, ექსპერიმენტის შემდეგ “რეფლექტორი ჩამოსცილდა სადგურ “Мир”-ს და გადავიდა დამოუკიდებელ ორბიტაზე.
●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ძირითადი მახასიათებლები:
ფორმა - ოფსეტური, პარაბოლოიდური.
მაქსიმალური და მინიმალური ზომები გაშლილ მდგომარეობაში - 6,4 და 5,5 მ.
მასა _ 38 კგ.
სიმაღლე _ 1,1 მ.
გაშლის დრო - 9 წუთი.