საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს კულტურის პალატამ, ერთობლივი აქციის ფარგლებში, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციისა და ღონისძიებების ჩატარების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია მიმდინარე წლის 27 მაისს ატარებს მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ - პოლიტიკის მეცნიერება, სამართლი, ეკონომიკა“.