ყველა სიახლე

ინსტიტუტი დაარსდა 1961 წელს, როგორც საქართველოს კვების მრეწველობის დარგების მეცნიერული უზრუნველყოფის ცენტრი. ინსტიტუტი უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა ჯერ სსრ კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროს, შემდეგ სსრ კავშირის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებერებაში. ის სსრ კავშირში ასრულებდა სათაო სამეცნიერო - კვლევითი ორგანიზაციის ფუნქციას ნატურალური ეთეროვანი ზეთების ქიმიისა და ტექნოლოგიების სფეროში, იმავდროულად ემსახურებოდა   ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების შექმნას კვების მრეწველობის შემდეგ დარგებში:

  1. ღვინის მრეწველობა;

  2. ეთერზეთების წარმოება;

  3. საკონსერვო მრეველობა;

  4. პურის, მაკარონისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება;

  5. ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოება;

  6. ნატურალური საკვები დანამატების (საღებავები, არომატიზატორები) და ბიოაქტიური ექსტრაქტების წარმოება;

ინსტიტუტში გასულ წლებში შექმნილი  დანადგარ-მოწყობილობებიდან შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: ყურძნის გადამუშავების უწყვეტნაკადური ტექნოლოგიური ხაზი; ეთერზეთოვანი ნედლეულის გადამუშავების უწყვეტი ქმედების დანადგარები;  ყურძნის ჭაჭის გადამუშავების დანადგარი და სხვ.  ინოვაციური ტექნოლოგიები იქმნებოდა და დღესაც იქმნება შემდეგ   სპეციალიზირებულ ტექნოლოგიურ სამეცნიერო განყოფილებებში:

  • ღვინის მრეწველობის განყოფილება;
  • ეთერზეთების  ქიმიისა და ტექნოლოგიის განყოფილება;
  • მცენარეული ნედლეულის კვლევის განყოფილება;
  • ლუდის, ლიმონათისა და მინერალური წყლების განყოფილება;
  • ჭაჭის არყისა და მაღალალკოჰოლიანი სასმელების  ქიმიისა და ტექნოლოგიის განყოფილება;
  • ტექნოლოგიური მოწყობილობების განყოფილება;
  • მცენარეული ნედლეულის შრობის განყოფილება;
  • სანელებლებისა და საკვები დანამატების განყოფილება;
  • ბავშვთა კვების პროდუქტების განყოფილება;
  • ტექნიკური ბიოქიმიის განყოფილება;
  • მეორადი ნედლეულის  რესურსების კვლევის განყოფილება;
  • ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდების განყოფილება.
2011 წლიდან ინსტიტუტი იმყოფება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის სახით.