საერთაშორისო ღონისძიებები

სტამბოლის გელისიმ უნივერსიტეტი - USBED V საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 17-18 ოქტომბერს გაიმართება USBED V საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის სტამბოლის გელისიმ უნივერსიტეტი (Istanbul Gelisim University - IGU) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და ძირითადად ფოკუსირებული იქნება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებზე, როგორიცაა განათლება და სოციალური მეცნიერებები.

კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, კონფერენციის ბროშურა იხილეთ ვებგვერდზე.

კონტაქტისთვის:
პროფ. აიტეკინ დემირჩოღლუ (Aytekin DEMİRCİOGLU)
ელ.ფოსტა: usbedconference@gmail.com