Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო სასწავლო კვირეული თანამშრომლეებისთვის)
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University - VMU) (კაუნასი, ლიეტუვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადა: 12.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 14 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 აპრილამდე.
ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტში 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმღებუ უნივერსიტეტის მიერ 2025 წლის 5-9 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო სასწავლო კვირეულში 2025.
მიზნობრივი ჯგუფი: სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.