საერთაშორისო ღონისძიებები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2025.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 23 აპრილს.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 28 აპრილამდე.

პარალელურად, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ონლაინრეგისტრაციისა და სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 აპრილი. შერჩევის პროცედურას სრულად წარმართავს კოორდინატორი უნივერსიტეტი, სტუ-ს მხრიდან აპლიკანტთა ვალიდაციის გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

საინტერესო ინფორმაცია ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წარსულში განხორციელებულ მობილობებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვიანი მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში.

მიმართულება: აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.

კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა ka171.erasmusplus@uva.es