Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პალერმოს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (დამატებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
პალერმოს უნივერსიტეტი (Universita' degli Studi di Palermo – UniPa) (პალერმო, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.04.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 10 აპრილს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 16 აპრილამდე.
პალერმოს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა პალერმოს უნივერსიტეტში.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა შემოსავლების სამსახურში უნდა აიღონ ცნობა რეზიდენტობის ცნობა, ასევე, საქართველოში იტალიის საელჩოში - იტალიური ფისკალური კოდის დოკუმენტი.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.